Loading...

როგორ გავიუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი?

ამბები
March 26, 2024

მომხმარებლის მეირ ბანკში ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში საკრედიტო განაცხადზე უარის მიღწების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საკრედიტო რეიტინგია. 

საკრედიტო რეიტინგი A-დან E3-მდე მერყეობს. A არის საუკეთესო შემთხვევა, E3 კი - ყველაზე დაბალი რეიტინგი. საფინანსორ ორგანიზაციების გარკვეული კატეგორია არ განიხილავს სესხს E2 და E3  რეიტინგის მქონე პირებზე. მსგავსი რეიტინგი მომხმარებელზე ფიქსირდება მაშინ, როცა აქვს დიდი ხნის და ხშირი ვადაგადაცილებები.

თუმცა გარდა ამისა, რეიტინგზე ნეგატიურად მოქმედებს კრედიტ ინფოს ბაზაში პირის ხშირი გადამოწმება, ასევე სესხების, განსაკუთრებით კი სალომბარდე სესხების ხშირი აღება. 

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აღმოვაჩინეთ, რომ ცუდი საკრედიტო რეიტინგი გვაქვს და გვინდა მისი გაუმჯობესება? 

უნდა  გითხრათ, რომ ამის სწრაფი გზა არ არსებობს. რეიტინგის გაუმჯობესებისთვის რამდენიმე თვიანი პერიოდია საჭირო, რომლის დროსაც მიმდინარე სესხებზე უნდა დააფიქსიროთ დროული გადახდები, ვადაგადაცილების გარეშე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდი თავი შეიკავოთ დამატებით ახალი საკრედიტო განაცხადებისგან, რათა ბანკის, სალიზინგო კომპანიის ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელმა დამატებით აღარ მოიძიოს თქვენზე ინფორმაცია კრედიტინფოს ბაზაში. 

მეტი პრაქტიკული რჩევებისთვის დარეგისტრირდეით პლატფორმაზე და მოგვწერეთ. ჩვენ ძალიან მალე გიპასუხებთ.

დაკავშირებული სტატიები

ყველა პოსტი
Top