მომხმარებელები

  • ავტორიზაცია
  • ტერმინი

    Anchor Text

    +

    იგივეა რაც Anchor Link, ლინკში ჩასმული ტექსტი, ტექსტი ბმულზე, რომელსაც გადაჰყავს მომხმარებელი სხვა საიტზე ან ამავე საიტის სხვა გვერდზე. საძიებო სისტემები იყენებენ Anchor Text-ს იმისათვის, რომ განსაზღვრონ მოცემული სიტყვისა და Anchor Text-ის ქვეშ არსებული ლინკის,საიტის შესაბამისობა. მათ უნდა აკავშირებდეთ საერთო Keyword

    Algorithm

    +

    ფორმულა, რომელსაც იყენებენ საძიებო სისტემები თითოეული საიტის დასახარისხებლად და მათი PageRank-ის განსასაზღვრად.

    Alt Text

    +

    იგივეა რაც Alt Tag – სურათის აღწერა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მომხმარებლისთვის უხილავია. მომხმარებელი ხედავს Alt Text-ს მხოლოდ მაშინ, თუ მისი ბრაუზერი არ კითხულობს, არ ხსნის სურათებს. ასევე Alt Text-ის ნახვა შეგვიძლია Source Code-იდან. Alt text მნიშვნელოვანია საძიებო სისტემებისთვის, რადგან საძიებო სისტემების ბოტები ვერ აღიქვამენ სურათებს Alt text-ის გარეშე. Alt text არის ადგილი, საიდანაც საძიებო სისტემების ბოტები იღებენ კონტენტს, ინფორმაციას, რაც ასოცირდება და აღწერს სურათს. რაც უფრო პატარაა სურათის წონა(MB) მით უფრო ადვილია გაყვანა წინა პოზიციაზე. სასურველია სურათი იყოს jpg ფორმატში

    Analytics (Google Analytics)

    +

    ეს არის Google-ის სერვისი, რომელიც აგროვებს და ანალიზს უკეთებს თქვენს საიტზე შემოსულ ვიზიტორებს. გვაწვდის ინფორმაციას, თუ რამდენი ადამიანის შემოსვლა დაფიქსირდა დღის განმავლობაში, რამდენი ხანი გაჩერდნენ საიტზე და თუ საიდან, რა მისამართიდან არიან გადმოსულები თქვენს საიტზე. ამ სერვისის გამოყენებით შეგიძლიათ აბსოლიტურად ყველაფერი გაიგოთ თქვენ საიტზე შემოსული Traffic-ის შესახებ.

    Article Marketing

    +

    დაწერო სტატიები იმ საზოგადოებისთვის, რომელიც ყიდულობს თქვენს პროდუქტს თუ სერვისს. დაწეროთ სტატიები და მოახდინოთ ამ სტატიების დისტრიბუცია სხვადასხვა Article Directories საიტებზე, კონტენტის გამოქვეყნების თუ ამ სტატიების ხელმერედ სხვა საიტებზე თუ ბლოგებზე გამოყენების მიზნით. შესაძლებელია მიიღოთ Traffic და ცალმხრივი ლინკები თქვენს საიტზე. ხარისხიანი სტატიის შემთხვევაში შესაძლებელია თქვენი სტატია გამოქვეყნდეს ბლოგებზე. საიტი თუ ბლოგი, რომელიც გამოაქვეყნებს თქვენს მიერ დაწერილ სტატიას, უკავშირდება თქვენს საიტს ლინკით(Backlink). Article Marketing არის ძალიან კარგი საშუალება Link Popularity-ის მოსაპოვებლად და თქვენი საიტის ტრეფიკის გასაზრდელად. Article Marketing ასევე დაგეხმარებათ სურათების ოპტიმიზაციისა(სასურველი სურათის წინა პიზიციაზე გასაყვანად, მაგ. Google Images Search-ში) და ბრენდინგისთვის.

    Article Directory

    +

    საიტი, რომლებიც დაყოფილია სხვადასხვა კატეგორიების და ნიშების(Niche) მიხედვით. Article Directory-ებში მომხმარებლები, ავტორები ამატებენ უნიკალურ სტატიებს. სტატიის დასამატებლად უბრალოდ საჭიროა დარეგისტრირდნენ Article Directory საიტებზე და შემდეგ, როგორც ამ საიტის წევრებმა განათავსონ საკუთარი სტატიები. ასეთი საიტების უმრავლესობა იცავს საავტორო უფლებებს და ამოწმებს ჩაბარებულ სტატიას Copyright-ზე და სტატიის ხარისხზე. Article Directory ინტერნეტ მარკეტოლოგებს ემსახურება ორი გზით: 1) მათ შეუძლიათ მოძებნონ სტატიები, რომელიც შეეფერება მათი საიტის მსგავს Content-ს და განათავსონ საკუთარ საიტზე თუ Article Directory საიტი და ამ სტატიის ავტორი ნებას რთავს. 2) მარკეტოლოგებს შეუძლიათ ჩააბარონ (Aarticle Submission) საკუთარი სტატიები, რომლებიც შეიცავს მათი საიტის ლინკს. თუ Article Directory საიტი განათავსებს სტატიას, სტატიის ავტორი მიიღებს თავის საიტზე traffic-ს და საიტისკენ მიმავალ ლინკს, BackLink-ს, რომელიც სავარაუდოდ გააუმჯობესებს ავტორის საიტის Link Popularity-ს და საიტის PageRank-ს. მაგრამ იმის გამო, რომ ბევრი იყენებდა ასეთ ტაქტიკას საიტისთვის BackLink-ების მოსაპოვებლად, Article Directory საიტებმა გაამკაცრეს მათ საიტზე განსათავსებული სტატიების შეფასების კრიტერიუმები და ასევე საძიებო სისტემებმაც შეამცირეს ამ გზით მოპოვებული BackLink-ების ღირებულება.

    Article Submitter

    +

    სტატიების ჩამბარებელი. ასე მოიხსენიება პროგრამები რომელსაც შეუძლია Article Submission სხვადასხვა Article Directory საიტებზე. პროგრამებს აქვთ ასობით Article Directory საიტების ბაზები და შეუძლიათ ავტომატურად დარეგისტრირება და სტატიის დამატება. გამოიყენება Backlink-ების მოპოვებისთვის. ერთერთი ძლიერი Article Submitter პროგრამა არის Magic Article Submitter.

    Authority

    +

    ავტორიტეტი, ნდობა, რომელიც გააჩნია საიტს კონკრეტული ძებნის დროს. ავტორიტეტი და ნდობა წარმოქმნილია, მიღებულია სხვა ავტორიტეტული საიტებიდან შემავალი ლინკებით.

    Authority Site

    +

    საიტი, რომელსაც აქვს ბევრი შემავალი ლინკი სხვა მაღალი ნდობისა და PageRank-ის მქონე საიტებიდან. ავტორიტეტულ საიტს აქვს მაღალი ნდობა, PageRank და კარგი პოზიცია საძიებო სისტემებში. Wikipedia არის ავტორიტეტული საიტის ერთ-ერთი მაგალითი.

    Affiliate Program

    +

    პროგრამა, რომელშიც Affiliated-ს აქვს საშუალება ჩაერთოს და გაყიდოს სხვისი ფიზიკური თუ ელექტრონული საქონელი. Affiliate პროგრამაში ჩართულ ადამიანს ეძლევა უნიკალური Affiliate Program Link, რომელიც შეუძლია გაავრცელოს. ამ უნიკალური ლინკიდან გადასული ადამიანი თუ იყიდის საქონელს ან შეასრულებს რამე კონკრეტულ ქმედებას(გადმოწერა, რეგისტრაცია,..) Affiliated მიიღებს საკომისიოს

    Affiliate Marketing

    +

    პარტნიორული პროგრამა, როდესაც რეკლამის განმცხადებელი საკომისიო თანხას უხდის Affiliated-ს მის საიტზე ტრეფიკის შემოყვანისთვის, ვიზიტორების მიერ მის საიტზე რეგისტრაციის გავლისთვის, თამაშების და პროგრამების გადმოწერისთვის ან ვიზიტორების მიერ საიტზე სერვისის ან ნივთის შეძენისთვის.

    AdWords – Google AdWords

    +

    Google-ის სარეკლამო კომპანია, რეკლამირება ხდება საძიებო სიტყვებზე (Keyword-ბზე). კონკრეტულ Keyword-ებზე სარეკლამო ხარჯი გამოითვლება იქიდან თუ რამხელაა ამ Keyword-ზე დარეკლამების კონკურენცია. Keyword-ებზე რეკლამა იყიდება Google Adwords აუქციონზე CPC (Cost Per Click) და CPM(Cost Per 1000 Impression) საფუძველზე. Adwords რეკლამები განთავსდება საიტებზე, რომლებიც ჩართულები არიან Adsense პროგრამებში. ან შესაძლებელია რეკლამები გამოჩნდეს Google Search-ში წინა 3 პოზიციაზე და მარჯვენა Sitebar-ში(Search-ში რეკლამებს ექნება წარწერა Ads და არ იქნება ორგანული შედეგი.)

    AdSense – Google AdSense

    +

    Google-ის სარეკლამო ქსელი. Adwords რეკლამების დისტრიბუცია საიტებზე საკომისიოს სანაცვლოდ. საკუთარ საიტზე რეკლამის გამომქვეყნებელი რეკლამის კლიკებიდან და ჩვენებებიდან იღებს შემოსავალს. AdSense-ის რეკლამის ფორმატი მოიცავს ტექსტს, გრაფიკას, ანიმაციურ გრაფიკასა და ვიდეობს. კლიკიდან და ჩვენებიდან მიღებული შემოსავალი დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე, როგორიცაა საიტის კონტენტი, PageRank, Authority, რა Keyword-ის ძებნისას შემოვლენ თქვენს საიტზე, რა თანხას იხდის კლიკში იმ რეკლამის შემკვეთი, რომელზეც ვიზიტორმა დააჭირა და ა.შ. საიტზე Adsense-ის განთავსებისათვის საიტი უნდა აკმაყოფილებდეს გარკვეულ მოთხოვნებს.

    Approximate CPC

    +

    Google Keywod Tool გვაწვდის სხვადასხვა სტატისტიკურ მონაცემებს ჩვენთვის სასურველ, რომელიმე კონკრეტულ Keyword-ზე. ამ მონაცემებს შორის არის Approximate CPC, რაც გვიჩვენებს სავარაუდო CPC, რაც თქვენ უნდა გადაიხადოთ ამ Keyword-ზე დარეკლამების შემთხვევაში. Approximate CPC გვაჩვენებს სხვადასხვა რეკლამის პოზიციების CPC-ის საშუალო მაჩვენებელს (The CPC is averaged over all the ad positions). თქვენი მაღალი Bid არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ მიიღებთ უკეთეს Conversion-ს. იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ერთვებით Google Adsense პროგრამაში, Approximate CPC არ არის ის რიცხვი, თანხა, რომელსაც თქვენ მიიღებთ ერთ კლიკში, თქვენი შემოსავალი იქნება მხოლოდ Approximate CPC -ის გარკვეული პროცენტი. იმისათვის, რომ გაიგოთ იმ თანხის ზუსტი რაოდენობა , რომელსაც მიიღებთ თქვენს საიტზე განთავსებულ რეკლამაზე განხორციელებულ ერთ კლიკში უნდა გამოიყენოთ Contextual Targeting Tool.

    Avg. Page Views

    +

    იმ გვერდების საშუალო რიცხვი, რომელსაც ვიზიტორი ნახულობს საიტზე ერთი შემოსვლის განმავლობაში. ამ რიცხვის მაღალი მაჩვენებლი ხანგრძლივი ვიზიტის დროსთან ერთად მიუთითებს, რომ მომხმარებელი კითხულობს საიტზე განთავსებულ კონტენტს. ამ რიცხვის მაღალი მაჩვენებელი ხანმოკლე ვიზიტის დროსთან ერთად მიუთითებს, რომ ვიზიტორები მართალია შემოდიან საიტზე და ათვალიერებენ მის გვერდებს, მაგრამ არ კითხულობენ კონტენტს.

    Avg. Time on Site

    +

    წამებში გაზომილი დროის საშუალო მაჩვენებელი, რაც ვიზიტორებმა გაატარეს საიტზე. ეს მიუთითებს თუ რამდენად ეფექტურად შეგიძლიათ დააკავოთ თქვენს საიტზე შემოსული მომხმარებელი. თუ ეს რიცხვი დაბალია, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ, თუ რას ეძებდნენ მომხმარებლები და რა ინფორმაციის მიღება ვერ შეძლეს თქვენი საიტიდან.

    AutoBlog

    +

    AutoBlog(ცნობილია ასევე როგორც Splog) უმეტეს შემთხვევაში არის Black Hat SEO მეთოდი. AutoBlog-ი მუშაობს შემდეგნაირად: ავტომატურად, Plugin-ით(განვიხილოთ WPRobot) პოულობს ახალდამატებულ სასურველი Keyword-ების შემცველ Content-ს ინტერნეტში და ანთავსებს AutoBlog საიტზე. ასეთ დროს ბლოგი მუშაობს ავტომატურად, ჩარევის გარეშე. WP Robot-ს ავტომატურად შეუძლია დაპოსტოს: Affiliate პროდუქტები, Press Releases, Twitter-ის Tweet-ები, Youtube ვიდეოები, Flickr სურათები, Article Directory საიტებიდან ახალი სტატიები, Clickbank პროდუქტები, eBay-ს აუქციონები, Amazon-ს პროდუქტები, Yahoo News, Yahoo Answers კითხვა პასუხები და ა.შ.

    BackLink

    +

    სხვა საიტზე განთავსებული თქვენი საიტის მისამართი(Link) არის თქვენი საიტის BackLink. ასევე ეწოდება “Inbound link” ან “Incoming link”. BackLink შეიძლება იყოს Dofollow ან Nofollow ატრიბუტით.

    Broken Links

    +

    ლინკი რომელიც არ ფუნქციონირებს, რომელსაც მომხმარებელი არ გადაჰყავს სასურვლ მისამართზე. ლინკი შეიძლება გატეხილი იყოს სხვადასხვა მიზეზების გამო, როგორიცაა ბეჭდვითი შეცდომა URL-ში, URL-ში შეტანილი რაიმე ცვლილება, კონტენტის გადატანა ამ გვერდიდან და ა.შ.

    Bot

    +

    Robot-ის ან Spider-ის აბრევიატურა. ეს არის კომპიუტერული პროგრამა, რომელიც ათვალიერებს, სკანირებას უკეთებს ინტერნეტ სივრცეს, საძიებო სისტემების მიერ დაინდექსებულ საიტებსა და გვერდებს. ამ პროგრამას საძიებო სისტემები იყენებენ იმისათვის, რომ იპოვონ და დაამატონ საიტები და გვერდები საკუთარ საძიებო სისტემის ბაზაში, Cache-ში.

    Black Hat SEO

    +

    საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის ტაქტიკა, რომელიც მოიცავს უკანონო წესებს საიტის წინა პოზიციებზე გასაყვანად, Google Webmaster Guidelines საპირისპიროა და არ ითვალისიწნებს მის წესებს.

    Blog

    +

    Blog – “Web Log” საიტი, რომელზეც Content-ი წარმოდგენილია ქრონოლოგიურად. ბლოგი შესაძლებელია იყოს ტექსტური, აუდიო ან ვიდეო სახით წარმოდგენილი. არსებობს ბლოგის რამდენიმე ტიპი: პერსონალური, პირადი ბლოგი ბიზნეს ბლოგი, კორპორატიული ბლოგი საინფორმაციო ბლოგი შემეცნებითი ბლოგი ბლოგების უმეტესობა იყენებს კონტენტის მართვის სისტემას, როგორიცაა WordPress. ბლოგი არის ონლაინ ჟურნალის სახეობა.

    Bounce Rate

    +

    იმ მომხმარებლების პროცენტული მაჩვენებელი, რომლებიც შემოვიდნენ თქვენს საიტზე და მასზე არსებული სხვა გვერდების ნახვის გარეშე დატოვეს საიტი. თუ საიტი არ შედგება მხოლოდ ერთი გვერდისგან, მაშინ მაღალი Bounce Rate არ არის კარგი თქვენი საიტისთვის.

    Bad Neighbourhood

    +

    თქვენს საიტთან დაკავშირებული სპამური ლინკი, რომელიც შეიცავს “მაგალითად” დუბლირებულ კონტენტს. ასეთი საიტები რანკის გასაზრდელად იყენებენ არაეთიკურ SEO ტაქტიკებს, როგორიცაა, სპამი, Cloaking, Link Farms. თუ თქვენი საიტი უკვაშირდება ასეთ ლინკებს, ეს იქონიებს უარყოფით შედეგს თქვენს საიტზე. ასევე Bad Neighbourhood ჩაითვლება თქვენს საიტზე დადებული პორნო საიტის ლინკი, ან პორნო საიტზე დადებული თქვენი საიტის ლინკი, თუ თემატიკა არ ემთხვევა რათქმაუნდა. P.S. თუ რომელიმე საიტების დირექტორია შეიცავს პორნო და სპამურ საიტებსაც, არ დაამატოთ თქვენი საიტი ამ დირექტორიაში. Submitter პროგრამების(AllSubmitter და ა.შ.) გამოყენებისასაც სიფრთხილეა საჭირო, უნდა ერკვეოდეთ სათითაო დირექტორიის ხარისხში სადაც თქვენი საიტი ჩამატდება.

    Banned Google

    +

    როდესაც საიტს ბანი დაედება, ეს ნიშნავს, რომ ეს საიტი მოხვდა შავ სიაში და ამოვარდა საძიებო სისტემებიდან, მისი ყველა გვერდი გაქრება Index-იდან. საიტზე ბანის დადების მიზეზი ხშირ შემთხვევაში ხდება არაეთიკური SEO მეთოდების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად, Link Farming. ასევე ბანის დადების მიზეზი შეიძლება იყოს ერთი გვერდიდან ბევრი(30+) გამავალი ლინკი(მითუმეტეს თუ Dofollow ლინკებია) ასევე ბანის დადების მიზეზი შეიძლება გახდეს ბევრი უხარისხო Backlink-ი.

    Blind Traffic

    +

    დაბალი ხარისხის ტრეფიკი, რომელიც გადმოსულია „მაცდური“ ბანერებიდან, Popup-ებიდან ან „მაცდური“ Spam-იდან. Blind Traffic, როგორც წესი არ არის მიზნობრივი Traffic.

    Bid

    +

    თანხის მაქსიმალური რაოდენობა, რომელსაც რეკლამის განმთავსებელი გადაიხდის მომხმარებლის მიერ მის რეკლამაზე განხორციელებულ ყველა კლიკში, 1000 ჩვენებაში. Bid-ის ფასები იცვლება დასარეკლმაბელ Keyword-ზე არსებული კონკურენციისა და ამ Keyword-ზე არსებული მოთხოვნის მიხედვით.

    CAPTCHA

    +

    Completely Automated Public Turing test to tell Computers and Humans Apart – სატესტო სისტემა, რომელიც მოცემულია სურათის სახით, სადაც გამოსახულია ასოებისგან ან ციფრებისგან შემდგარი კოდი, რომელიც მომხმარებელმა უნდა ჩაწეროს მოცემულ გრაფაში, იმისათვის რომ საიტზე დარეგისტრირდეს, დატოვოს კომენტარი ან მიიღოს რაიმე სერვისი. CAPTCHA გამოიყენება იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ სპამი და დარწმუნდნენ, რომ საიტს სტუმრობს ადამიანი და არა რომელიმე სპამური პროგრამა. 90% CAPTCHA გატეხვადია, დანარჩენი 10%-ია ახალი გამოსული CAPTCHA. 100 % თავის დაცვა სპამისგან შეუძლებელია. CAPTCHA-ს გატეხვა მოიხსენიება როგორც: CAPTCHA solving, solve the CAPTCHA, solve CAPTCHA. მსპამავი და Submitter პრგორამებისთვის აუცილებლად საჭიროა CAPTCHA სერვისი, რომელიც ფასიანია და არის “ცალობით”. ანუ თუ ყიდულობთ მაგალითად 1000 ცალ CAPTCHA-ს ეს ნიშნავს რომ 1000 CAPTCHA-ს გატეხავთ. მაგალითად SEnuke-ს სახმარად ცალკე დაგვჭირდება CAPTCHA სერვისების ყიდვა. რადგან პროგრამას საშუალება მიეცეს დარეგისტრირდეს მაგალითად Article Directory საიტებზე. XRumer-ს სჭირდება CAPTCHA სერვისი რათა მოახერხოს ფორუმებზე რეგისტრაცია.

    Counter

    +

    ზუსტი თარგმანი “მთვლელი”. უმეტესად იხმარება სერვისებთან მიმართებაში რომელიც ითვლის Hit-ების, უნიკალური ვიზიტორების და გვერდის ნახვის რაოდენობას. ეს სტატისტიკური მონაცემები იძლევიან ძალიან საჭირო ინფორმაციას Webmaster-თვის.

    Classifieds

    +

    რეკლამირების სახე, რომელიც ძალიან ჰგავს გაზეთებში თუ ჟრუნალებში განთავსებულ რეკლამებს. რეკლამირების ეს სახე გულისხმობს ინტერნეტში მხოლოდ ტექსტური სახით განთავსებულ რეკლამებს. Classifieds რეკლამები არის ხშირ შემთხვევაში უფასო ან რეკლამის განთავსება ხდება მინიმალური საფასურის სანაცვლოდ. Classifieds რეკლამები გხვდება დიდ საიტებზე და ონლაინ პუბლიკაციებში. რეკლამის საფასური დამოკიდებულია რეკლამის ტექსტის სიგრძეზე და სიტყვების რაოდენობაზე.

    Click Stream

    +

    ინტერნეტ მომხმარებლის აქტივობების ჩანაწერები, რომელიც მოიცავს ყველა იმ საიტსა თუ გვერდს, რომელსაც მომხმარებელი ნახულობს, ინფორმაციას თუ რამდენი ხანი ჩერდება მომხმარბელი ამა თუ იმ გვერდზე, რა თანმიმდევრობით ნახა მომხმარებელმა გვერდები. მოიცავს ინფორმაციას მეილების გაგზავნის მიმართულებების შესახებ. Click Stream-ის მონაცემები დღითიდღე უფრო მნიშვნელოვანი ხდება ინტერნეტ მარკეტოლოგებისათვის. ისინი იყენებენ ამ ინფორმაციას, რათა განსაზღვრონ თუ რას ანიჭებს მომხმარებლი უპირატესობას და შესაბამისად წარმართონ საკუთარი სარეკლამო კამპანია. Click stream-ის მონაცემების შეგროვებასა და მის ანალიზს ეწოდება Click Stream Analysis. არსებობს Click Stream Analysis ორი ეტაპი, Traffic Analysis და E-Commerce Analysis. Traffic Analysis გვაწვდის ინფორმაციას თუ რამდენი გვერდი მოემსახურა მომხმარეველს, რამდენი ხანი დასჭირდა ამ გვერდს ჩასატვირთად, რამდენჯერ აჭერს მომხმარებელი თავის ბრაუზერში “Back” ღილაკს, და თუ რამდენი ინფორმაციაა გადაცემული, სანამ მომხმარებელი გამორთავს ამ გვერდს. E-commerce Analysis იყენებს Click Stream-ის მონაცემებს, რათა განსაზღვროს მოცემული საიტის ან გვერდის ეფექტურობა, როგორც მარკეტინგული საშუალების. E-commerce Analysis ინახავს ინფორმაციას თუ რამდენი ხანი დაყოვნდა, გაჩერდა მომხმარებელი გვერდზე, თუ რას აგდებს მომხმარებელი Shopping Cart-ში, რა ნივთს აბრუნებს და საბოლოოდ რა ნივთს შეიძენს.

    Click Fraud

    +

    PPC რეკლამაზე შეუფერებელი კლიკები, რომელიც ძირითადად განხორციელებულია რეკლამის საკუთარ საიტზე გამომქვეყნებლების ან მათი ახლობლების მიერ მოგების გაზრდის მიზნით. Click Fraud არის ძალიან დიდი საკამათო საკითხი Google-სა და სხვა მსგავსი სარეკლამო სააგენტოებისათვის, რადგან ის ამცირებს რეკლამის შემკვეთის ნდობას, რომ ისინი მიიღებენ რეკლამაში გაწეული ხარჯის შესაფერის სარგებელს.

    Cloak

    +

    საძიებო სისტემის ბოტებისთვის სხვადასხვა კონტენტის ხელოვნური ჩაბარება. საძიებო სისტემები ამ Black Hat ტაქტიკას ალმაცერად უყურებენ და ამ მეთოდმა შეიძლება გამოიწვიოს საიტის/დომენის დაღუპვა, ანუ საიტს დაედება ბანი და აღარ გამოჩნდება საძიებო სისტემების შედეგებში. Cloak-ში შეიძლება ჩაითვალოს გვერდის ბევრი დაპინგვა. ასევე Cloak-ში შეიძლება ჩაგეთვალოთ ცალკე ბლოგზე(wordpress.com და ა.შ.) გვერდის გაკეთება და „დასაინდექსებელი“ Link-ების დადება. არსებობს Black Hat Link Cloak პროგრამები, რომლებიც გვპირდებიან გვერდის მალე დაინდექსებას. ასეთი პროგრამები ძირითადად გამოიყენება Autoblog-ებზე და Affiliate საიტებზე რადგან ძნელია Duplicate Content-ის და არაუნიკალური Review-ს დაინდექსება. ეს მეთოდი არანაირად არ არის გამართლებული Google Panda Update-ის შემდეგ.

    Crawler

    +

    ასევე ცნობილია, როგორც Bot, Spider ან Robot. ეს არის საძიებო სისტემის პროგრამა, რომელიც „დადის“ ინტერნეტში, აგროვებს მონაცემებს, მიჰყვება ლინკებს, ქმნის ახალი და განახლებული საიტების ეგზემპლარებს, კოპიებს და ინახავს URL-ებს საძიებო სისტემის ინდექსში, მონაცემთა ბაზაში(Cache-ში).

    Crawler Access

    +

    მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია თქვენი საიტის ყველა გვერდი დაინდექსდეს საძიებო სისტმაში, თქვენ შეიძლება არ გინდოდეთ რომელიმე გვერდი შემოწმდეს და დაინდექსდეს საძიებო სისტემის ბოტის მიერ. მაგალითად, გინდათ ადმინისტრაციული და პაროლით დაცული გვერდები საძიებო სისტემის ბოტებისთვის ხელმიუწვდომელი იყოს. Robots.txt ფაილში შეგიძლიათ აკრძალოთ Crawler Access, ბოტის ხელმისაწვდომობა საიტის ზოგიერთ ნაწილზე. ნებისმიერი Bot-ი ამოწმებს Robots.txt ფაილს და ითვალისიწინებს მის მითითებებს, ინსტრუქციებს და არ გადავა Robots.txt ფაილის მიერ აკრძალულ გვედებზე

    Crawl Depth

    +

    თუ რამდენად საფუძვლიანად არის საიტი დაინდექსებული საძიებო სისტემის ბოტის მიერ. ანუ დაინდექსებულია მთლიანი საიტი თუ მისი გვერდების გარკვეული რაოდენობა.

    Crawl errors

    +

    Crawl errors page გვთავაზობს დეტალურ ინფორმაციას ჩვენი საიტის იმ URL-ებზე, რომლებიც Google Crawl-ისთვის ხელმიუწვდომელი იყო და ვერ შეძლო ამ გვერდების შემოწმება. Crawl errors-ის სანახავად უნდა შევიდეთ Webmaster Tools Home page-ში დავაკლიკოთ საიტს, რომლის ნახვაც გვინდა, Diagnostics-ის ქვეშ ავირჩიოთ Crawl errors. Crawl-თვის ხელმიუწვდომელი URL-ების ჩამონათვლის გარდა აქვე, შესაძლებელია მივიღოთ ინფორმაცია პრობლემის ტიპის შესახებ, ეს პრობლემები შეიძლება იყოს მოცემული ჩამონათვალიდან ერთ-ერთი: • Not found – ბოტმა ვერ შეძლო მისამართის პოვნა • URLs not followed – ბოტი ვერ გადავიდა მოცემულ URL-ზე • URLs restricted by robots.txt – URL აკრძალულია robots.txt ფაილის მიერ • HTTP errors – მოცემულ გვედრდზე შესვლისას გამოდის HTTP status code, ასეთი კოდებია: . o 200 – სერვერი წარმეტებით გადავიდა მოცემულ გვერდზე . o 404 – მოთხოვნილი გვერდი არ არსებობს . o 503 – სერვერი დროებით ხელმიუწვდომელია • URL unreachable – URL ხელმიუწვდომელია • Soft 404s – 404 Error

    Cross Posting

    +

    პროგრამის გამოყენებით ერთიდაიგივე კონტენტის ერთდროულად სხვადასხვა ბლოგებზე თუ სოციალურ ქსელებში განთავსება.

    CSS – Cascading Style Sheets

    +

    გამოიყენება დიზაინის ადვილად სამართავად და საიტის დასაფორმატებლად.

    CMS – Content Management System

    +

    კონტენტის მართვის სისტემა, როგორიცაა WordPress-სამართავი პანელი. ამ შემთხვევაში თითქმის აღარ გვჭირდება სხვადასხვა კოდების ცოდნა და ყველაფერი(დიზაინის შეცვლა, სტატიის დადება, ახალი გვერდის შექმნა და ა.შ) შედარებით მარტივად კეთდება

    Copyscape – Copyscape.com

    +

    ონლაინ სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ რომელიმე ლინკზე განთავსბეული კონტენტი პლაგიარიზმზე, არის თუ არა ეს ტექსტი უნიკალური. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა აღმოაჩენს მოცემულ ტექსტში Duplicate Content-ს, პლაგიარიზმს, გამოგვიტანს ლინკების ჩამონათვალს, სადაც განთავსებულია იგივე ტექსტები.

    Comment Spam

    +

    ონლაინ სერვისი, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევამოწმოთ რომელიმე ლინკზე განთავსბეული კონტენტი პლაგიარიზმზე, არის თუ არა ეს ტექსტი უნიკალური. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამა აღმოაჩენს მოცემულ ტექსტში Duplicate Content-ს, პლაგიარიზმს, გამოგვიტანს ლინკების ჩამონათვალს, სადაც განთავსებულია იგივე ტექსტები

    Content

    +

    საიტზე არსებული ინფორმაცია (სტატიები, ვიდეოები, დოკუმენტები, აუდიო ფაილები, სურათები და ა.შ), რომელსაც გააჩნია რაღაც ღირებულება და არის მომხმარებლის ინტერესის წყარო. რეკლამა და ნავიგაცია არ მიიჩნევა, როგორც კონტენტი.

    Content Farm

    +

    ეს ტერმინი აღწერს კომპანიას, საიტს, რომელსაც დაქირავებული ჰყავს დიდი რაოდენობთ მწერლები, რათა მოიპოვოს დიდი რაოდენობით ტექსტური Content-ი, რომელიც სპეციალურად შექმნილია ალგორითმების დასაკმაყოფილებლად, იმისათვის რომ საძიებო სისტემები მაქსიმალურად დაბრუნდნენ საიტზე. ასეთი საიტები ძირითადად შეიცავს Duplicate და სპამურ კონტენტს და კონტენტს, რომელიც შეიცავს რეკლამის ბანერებს ან Affiliate ლინკებს. საიტი შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც Content Farm თუ აკმაყოფილებს რომელიმე მოცემულ კატეგორიას: • Article Directories – რომლეთაც აქვთ ათასობით სხვდასხვა ავტორის მიერ შექმნილი ასიათასობით არტიკლი, და დიდი შანსია, რომ ამ სტატიებიდან ბევრი იყოს Duplicate Content. • Answers Sites – კითხვა-პასუხის საიტები. ასეთ საიტებზე ძალიან დიდი კონტენტი იქმნება ყოველდღიურად. • Multi-blogger Blogs – ეს არის ბლოგები, რომლებიც იღებენ სტუმარ ბლოგერებს და დროებით მწერლებს, ბლოგისთვის სტატიების დასაწერად. • AutoBlogs and Scraper Sites – საიტები და ბლოგები, რომლებიც სხვადასხვა წყაროებიდან ხელახლა აქვეყნებენ კონტენს. შესაბამისად ეს კონტენტი არის Duplicate.

    Contextual Advertising

    +

    რეკლამა, რომელიც განთავსებულია საიტის გვერდზე, ამ გვერდზე არსებული Content-ის, Keyword-ებისა და ფრაზებიდან გამომდინარე. მაგალითად, ციფრული კამერების შესახებ არსებული Contextual Advertisement გამოჩნდება გვერდზე, სადაც განთავსებულია სტატია, ფოტოგრაფიის შესახებ. ასეთი ტიპის რეკლამები შერჩეულია ავტომატური სისტემით და დამოკიდებულია თუ რას Content-ს ნახულობს მომხმარებელი.

    Contextual Targeting Tool

    +

    Contextual Targeting Tool-ის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენი სარეკლამო კამპანიისთვის Keyword-ების სია. როდესაც თქვენ Contextual Targeting Tool -ში შეიყვანთ თქვენთვის სასურველ საძიებო სიტყვას, ის გაჩვენებთ ამ საძიებო სიტყვასთან დაკავშირებულ სხვა სიტყვებს. ეს სერვისი გთავაზობთ უფრო კონკრეტულ და სპეციფიკურ საძიებო სიტყვებს, რომლებიც შეესაბამება მოცემულ სარეკლამო ჯგუფს. Contextual Targeting Tool-ის გამოსაყენებლად თქვენ უნდა შეხვიდეთ Keyword Tool-ში და Reporting and Tools-დან აირჩიოთ Contextual Targeting Tool. მას შემდეგ რაც თქვენ მოძებნით ინფორმაციას რომელიმე Keyword-ზე, თქვენ ნახავთ Suggested Bid-ს, რაც არის თანხის ის რაოდენობა, რასაც თქვენ მიიღებთ თუ ამ საძიებო სიტყვაზე განთავსებული რეკლამა დაიდება თქვენს საიტზე და მომხმარებელი დააკლიკებს მას. მაგრამ აქვე გაითვალისწინეთ, რომ საძიებო სიტყვაზე დამრეკლამებელი გადაიხდის ამ თანხაზე მეტს ან შეიძლება ნაკლებს, რაც შესაბამისად აისახება თქვენს შემოსავალზე. იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ამ საძიებო სიტყვაზე დარეკლამებით, თქვენ შეგიძლიათ ეს საძიებო სიტყვა დაამატოთ თქვენს სარეკლამო კამპანიაში. ამისათვის მონიშნეთ keyword და დააკლიკეთ “Add to campaign”. აქვე შეგიძლიათ ნახოთ იმ საიტების სია, სადაც გამოჩნდება თქვენი რეკლამა. ამისათვის კი უნდა დააკლიკოთ “view predicted placements.”

    Competition

    +

    კონკურენცია. Google Keyword Tool-ში რაც უფრო მაღალია Competition მით უფრო დიდი მოთხოვნაა ამ Keyword-ზე რეკლამის შემკვეთის, შესაბამისად თქვენს Adsense საიტზე მით მეტად CPC-სთან მიახლოვებულ PPC-ს მიიღებთ

    Conversion

    +

    საიტზე “Sale”-ების რაოდენობრივი მიზნის მიღწევა. Click-ების რაოდენობა, დარეგისტრირებული მოხმარებლისა და გაყიდვების რაოდენობა არის conversion-ის მაგალითი. ტრეფიკი რომელიც ახორციელებს წინასწარ დადგენილ მიზანს, როგორიცაა რაიმე ნივთის თუ სერვისის შეძენა ან რეგისტრაციის ფორმის შევსება და ა.შ. უნდა ვეცადოთ რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად მოვახდინოთ Conversion Optimization.

    Conversion Rate

    +

    ეს არის გაყიდვების რაოდენობის ფარდობა საიტზე არსებული ვიზიტორების რაოდენობასთან და გამრავლებული 100-ზე. მაჩვენებელი გამოსახულია პროცენტებში.

    Conversion Tracking

    +

    საიტის ტრეფიკის ანალიტიკსი(მთვლელი, საზომი), რომელიც ზომავს თუ რამდენად ეფექტურია წყარო (სხვა საიტზე განთავსებული თქვენი საიტის ლინკი, რეკლამა), საიდანაც მომხმარებელი გადმოდის თქვენს საიტზე და ასრულებს თქვენთვის სასურველ მოქმედებას. ეს წყარო შესაძლებელია იყოს საძიებო სისტემა, საძიებო ფრაზა, რეკლამა და ასე შემდეგ. ასევე შესაძლებელია იყოს საიტზე შემოსული მომხმარებლის მახასიათებელი, მაგალითად, მათი საცხოვრებელი ადგილი, ასაკი, შემოსავალი. თქვენთვის სასურველ ქმედებაში კი იგულისხმება Click, რეგისტრაციის ფორმის შევსება, საიტიდან რაიმეს გადმოწერა ან საიტზე განთავსებული პროდუქტის თუ სერვისის ყიდვა. Google-მ შეიმუშავა Conversion Tracking-ის საზომი საშუალება, რომელიც გეხმარებათ გაიგოთ თუ რამდენად ეფექტურია თქვენი AdWords-ში გაკეთებული რეკლამა. Google ანთავსებს Cookie-ს მომხმარებლის კომპიუტერში, რომელმაც დააკლიკა თქვენს რეკლამას(მაგ, სხვა საიტზე Adsense რეკლამა). მომხმარებლის Cookie დაკავშირებულია თქვენს საიტთან. როდესაც ეს კავშირი მყარდება, Google აღრიცხავს თქვენთვის წარმატებულ Conversion-ს.

    CPC – Cost Per Click

    +

    ხარჯი ერთ კლიკზე – ტარიფი, კოეფიენტი, რომელსაც იხდის რეკლამის განმთავსებელი ერთ კლიკში. შუამვალია სარეკლამო კომპანია(მაგ.Google Adwords) საიტის მფლობელებთან, სადაც განთავსდება რეკლამა.

    CPM (Cost Per 1000 Impressions)

    +

    ხარჯი ყოველ 1000 ჩვენებაში, რომელსაც იხდის რეკლამის განმთავსებელი.

    CPA – Cost Per Action

    +

    ეს არის საკომისიო, რომელსაც უხდიან „ეფილეატორებს“ (affiliated) საიტზე ტრეფიკის შემოყვანისთვის, მათ მიერ რეგისტრაციის გავლისთვის, რაიმე ნივთის შეძენისთვის. წიგნების, პროგრამების, თამაშების, გადმოწერისთვის და ა.შ.

    CTR – Click Through Rate

    +

    ონლაინ სარეკლამო კამპანიის წარმატების სტანდარტული საზომი. გამოითვლება, იმ მომხმარებელთა რაოდენობის, რომლებმაც დააკლიკეს რეკლამას, ფარდობით რეკლამის ჩვენების რაოდენობაზე (რამდენჯერ გამოჩნდა რეკლამა) და ეს რიცხვი გამრავლებული 100-ზე. შესაბამისად CTR გამოსახულია პროცენტებში

    Content Marketing

    +

    ტერმინი, რომელიც გამოსახავს საიტის პრომოუშენის, რეკლამირების ყველა საშუალებას, ეს იქნება ტექსტი, სურათები, ვიდეო.

    Cache

    +

    საძიებო სისტემების მონაცემთა ბაზის საცავი. სადაც ინახება საიტებისა და გვერდების დაკოპირებული ვარიანტები. (Copies)

    Copyright

    +

    საავტორო უფლებები.

    Duplicate Content

    +

    განმეორებითი კონტენტი – კონტენტი, რომელიც არის აბსოლიტურად იდენტური სხვა საიტზე არსებული კონტენტისა. საიტი შეიძლება არ დაისაჯოს განმეორებითი კონტენტის ქონის გამო, მაგრამ მას უმეტეს შემთხვევაში ექნება (შეიძლება სულაც არ ჰქონდეს) დაბალი ავტორიტეტი, ნდობა საძიებო სისტემების მხრიდან იმ საიტთან შედარებით, სადაც ეს კონტენტი არის ორიგინალი.

    Domain

    +

    საიტის მთავარი მისამართი, მაგალითად metric.ge

    Dead Link

    +

    Link, რომელიც აღარ ფუნქციონირებს. იგივეა, რაც Broken Link

    Directory

    +

    საიტი, რომელიც დაყოფილია სხვადასხვა კეტოგორიებად და ეს კატეგორიები შეიცავს შესაბამისი თემატიკის მქონე რესურსებს.

    Description

    +

    საიტების, გვერდების, ვიდეოების, თამაშების და ზოგადად Content-ის შესახებ მოკლე ინფორმაცია, აღწერა

    Dynamic Website

    +

    Static Site-ისგან განსხვავებით, დინამიური საიტი არის Content Management System(CMS)-ზე დაფუძვნებული საიტი, რომლის მართვა ძლიან ადვილია. სიახლეები დამატებისთვის და საიტზე უმნიშვლო ცვლილებებსთვის, არ მოითხოვს ვებპროგრამისტის ჩარევას. Dynamic Website-ის კონტენტი უმეტეს შემთხვევაში არის მუდმივად განახლებადი. Dynamic საიტებია ბლოგები, საინფორმაციო პორტალები, ვიდეო პორტალები, ფორუმები, დირექტორიები. მთელი Web 2.0 დინამიური საიტებისგან შედგება.

    Deep Link

    +

    საიტზე არსებული ლინკი, რომელიც უკავშირდება მთავარი გვერდის გარდა საიტზე არსებულ სხვა ნებისმიერ ლინკს. საძიებო სისტემების ოპტიმიზაციის მიზნით კარგია თქვენი საიტის შიდა ლინკების შექმნის დროს გამოიყენოთ Deep Linking. რაც დაგეხმარებათ საძიებო სისტემებში გააუმჯობესოთ Rank მომხმარებლისთვის სხვადასხვა რამდენიმე გვერდის მისამართის უზრუნველყოფით. ასევე, ეს მეთოდი დაგეხმარებათ, თუ თქვენ გინდათ თქვენი საიტის რომელიმე გვერდი SERP-ში გამოჩნდეს უფრო მაღალ პოზიციებზე ვიდრე საიტის მთავარი გვერდი. Deep Linking მოგცემთ საშუალებას გაზარდოთ საძიებო სისტემებიდან გადმოსული ტრეფიკი, რადგან საძიებო სისტემების შედეგებში ამ მეთოდის გამოყენებით თქვენი საიტის უფრო მეტი გვერდი გამოჩნდება და მომხმარებელი გადმოვა თქვენი საიტის სხვადასხვა გვერდებსა და პოსტებზე. Deep Linking ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა მიზეზების გამო, მათ შორის: თქვენს საიტზე არსებული Inbound Link-ების მრავალფეროვნება განსაზღვრავს თქვენი დომენის ავტორიტეტს, და შესაბამისად საძიებო სისტემების ალგორითმებისთვის საიტის მნიშვნელობას. დამატებითი Inbound Link-ები უფრო ღირებულია თქვენი მკითხველისთვის, როდესაც მითითებულ ლინკს მომხმარებელი გადაჰყავს გვერდზე, რომელიც უკავშირდება მათ საძიებო სიტყვას.

    Email Marketing

    +

    ბიზნესის ან ბრენდის პრომოუშენი, რეკლამირება email-ში არსებული კონტაქტების გამოყენებით. მარკეტინგის ამ სახეობის გამოსაყენებლად საჭიროა, შექმნათ Mail List, სადაც თქვენ შეაგროვებთ ყველა თქვენი პოტენციური კლიენტის email მისამართს. ამ სიაში არსებულ კონტაქტებთან თქვენ ამყარებთ კომუნიკაციას, და ამ გზით თქვენს ქმნით ბიზნესს თუ ბრენდს უფრო მეტად “სანდოს” და “რეპუტაციის მქონეს” მომხმარებლის თვალში, ან უბრალოდ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ Email Marketing თქვენი პროდუქციის რეკლამირებისათვის. სანამ თქვენ დაიწყებდეთ მომხარებლისთვის თქვენი სარეკლამო შეტყობინებების გაგზავნას, გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია გქონდეთ მათგან ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში მომხმარებელი თქვენს შეტყობინებას აღიქვამს, როგორც სპამს. იმ მომხმარებლების სიას, რომელთაგანაც შეტყობინების გასაგზავნად გაქვთ ნებართვა, ეწოდება Op-In Mail List. თქვენ უნდა მიაწოდოთ თქვენს სიაში არსებულ კონტაქტებს მათთვის საინტერესო ინფორმაცია თქვენი ბიზნესის თუ პროდუქციის შესახებ გარკვეული დროის ინტერვლით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შეტყობინება არ უნდა იყოს მხოლოდ სარეკლამო სახის მქონე, ეს ინფორმაცია უნდა იყოს მომხმარებლისთვის საჭირო, საინტერესო, შემეცნებითი.

    Entry Pages

    +

    განსაზღვრავს რიცხვს, თუ რამდენჯერ შემოვიდა მომხმარებელი პირველად მოცემულ გვერდზე. ძირითადად ყველაზე მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება საიტის Home Page-ზე.

    Ethical SEO

    +

    იგივეა რაც White Hat SEO, საძიებო სისტემებში საიტის ოპტიმიზაციის მეთოდი, რომელიც ითვალისიწნებს ყველა საძიებო სისტემის წესებს.

    E-whoring

    +

    ინტერნეტში ფულის შოვნის Black Hat მეთოდი, რომელიც შეგვიძლია ავხსნათ, როგორც ინტერნეტში გოგოს პოზირება, რაშიც იგლისხმება მაგალითად ინტერნეტში ჩეთის საშუალებით ვინმეს გაცნობა. ამისათვის თქვენ გჭირდებათ შექმნათ პროფილი მიმზიდველი გოგოს სურათებით. თქვენ შეგიძიათ გაიცნოთ პიროვნება და სთხოვოთ მას რომელიმე კონკრეტულ საიტზე რეგისტრაციის ფორმის შევსება, რის სანაცლოდაც თქვენ მიიღებთ შემოსავალს(CPA). ინტერნეტით ფულის შოვნის ეს მეთოდი ზოგი CPA Program-ისთვის ლეგალურია, მაგრამ ზოგისთვის არალეგალური. და ამის გამო თქვენ შეიძლება დაკარგოთ თქვენი ექაუნთი.

    Footprint

    +

    ნაკვალევი, ანაბეჭდი, რომელსაც საიტის ოპტიმიზატორი ტოვებს საიტზე. ეს ნაკვალევი შესაძლებელია გამოყენებული იქნას მის „სათვალთვალოდ“ სხვადასხვა საიტებზე. Footprint-ის გამოყენება შესაძლებელია კონკრეტული საიტის ოპტიმიზატორის სხვა საიტების აღმოსაჩენად.

    Filter Words

    +

    სიტყვების ფილტრი, გამოიყენება ბევრ სერვისში, Keyword Reserch პროგრამებში და საძიებო სისტემებში. მაგალითად საძიებო სისტემები Keyword-ებს is, am, were, was, the, for, do, ETC. მიიჩნევენ შეუსაბამოდ დაინდექსების მიზნისთვის.

    Gadget

    +

    იგივე რაც Widget, Gimzo, პატარა აპლიკაცია, რომელიც გამოიყენება საიტებზე, რათა უზრუნველყოს გარკვეული ფუნქციები, როგორიცაა გვერდზე შემომსვლელი მომხმარებლის რაოდენობის დათვლა (Hit Counter) ან მომხმარებლის IP მისამართის ჩვენება და ა.შ.

    Google Webmaster Tools

    +

    Google-ის სერვისი, რომელიც ვებმასტერებს საშუალებას აძლევს შეამოწმონ საიტის Index სტატუსი და ოპტიმიზება გაუკეთონ საიტის ხილვადობას საძიებო სისტემაში. ვებმასტერებს შეუძლიათ დააკონტროლონ და ანალიზი გაუკეთონ საიტის მდგომარეობას და შეეცადონ აღმოფხვრან პრობლემები, რაც საძიებო სისტემას აქვს მათი საიტის მიმართ. Google Webmaster Tools დაგეხმარებათ, დარწმუნდეთ, რომ Google-ს შეუძლია დააინდექსოს თქვენი საიტის ყველა გვერდი, გაზარდოთ საიტის ტრეფიკი, შექმნათ Google-friendly საიტი, და ასევე შესაძლებლობა გაქვთ ამოაგდოთ თქვენი საიტის ზოგიერთი გვერდი საძიებო სისტემის შედეგებიდან. Google თქვენგან მოითხოვს ატვირთოთ XML Sitemap, რომელიც დაეხმარება Google-ის ბოტს დააინდექსოს თქვენს საიტზე არსებული კონტენტი. Webmaster Tools ასევე მოგაწვდით ინფორმაციას, იმის შესახებ თუ რას ეძებენ მომხმარებლები (Search Query), და ამ მოცემული Search Query-დან რომელ ადგილზე და რამდენჯერ გამოჩნდა თქვენი საიტი საძიებო სისტემის შედეგებში. აქვე შეგიძლიათ ნახოთ, თუ რომელ Keyword-ებზეა დაინდექსებული თქვენი საიტი. Google Webmaster Tools მოგაწვდით ინფორმაციას თქვენი საიტის Internal და External Linking-ის შესახებ.

    Google Bot

    +

    Google-ის საძიებო სისტემის Crawler, Spider ან Robot. რომელიც „დადის“ ინტერნეტში, აგროვებს მონაცემებს, მიჰყვება ლინკებს, ქმნის ახალი და განახლებული საიტების ეგზემპლარებს, კოპიებს და ინახავს URL-ებს საძიებო სისტემის ინდექსში, მონაცემთა ბაზაში(Cache-ში).

    Gravity

    +

    Gravity – ქულა, რომელსაც ClickBank ანიჭებს ყველა Affiliate პროდუქტს მათი საიდუმლო ფორმულის მიხედვით. Gravity მეტყველებს კონკრეტული პროდუქტის გაყიდვების რაოდენობაზე და რამდენად ახლახანს მოხდა ამ პროდუქტის გაყიდვა. Gravity-ის მაღალი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ბევრი იყიდება და Affiliated იღებს ბევრ საკომისიო შემოსავალს ამ პროდუქტის გაყიდვის შემთხვევაში. დაბალი Gravity კი ნიშნავს, რომ ამ პროდუქტს სულაც არ აქვს გაყიდვების მაღალი მაჩვენებელი. მაშასადამე Gravity არის მნიშვნელოვანი პროდუქტის წარმატებულობის გასაზომად.

    Gateway page

    +

    იგივეა, რაც Doorway Page.(გამიზნულად კონკრეტულ სიტყვებზე ოპტიმიზებული გვერდი, საიტი)

    Geo-Targeting

    +

    კომპანიების თუ ბიზნესის წარმომადგენლების მიერ საძიებო სისტემების ფოკუსირება კონკრეტულ შტატებზე, ქვეყნებსა და ქალაქებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. Geographical Targeting-ის ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია საიტზე შესაბამისი ქვეყნების თუ ქალაქების ჩამატება, როგორც Keyword. მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს საიტის მიერ ლოკალურ საძიებო სისტემებში არსებობის გაზრდაში. თუ კომპანიას გამიზნული აქვს თავისი პროდუქციის საქართველოში გაყიდვა, მაშინ ის თავის საიტს ოპტიმიზაციას გაუკეთებს ისე, რომ მისი საიტი პირველ პოზიციებზე გამოჩნდეს საქართველოდან განხორციელებულ ძებნაზე.

    Index

    +

    საიტებისა და ამ საიტებზე განთავსებული კონტენტის მონაცემთა ბაზა, რომელსაც იყენებენ საძიებო სისტემები.

    In-Page Analytics

    +

    აანალიზებს საიტზე მომხმარებლის ყველა მოქმედებას, იწერს მაუსის ყოველ კლიკს. In Page Analytics გვატყობინებს საიტზე მომხმარებლის ჩართულობას, თუ რა კონტენტზე გაამახვილეს მათ მეტი ყურადღება, რამდენი დრო გაატარა მომხმარებელმა გვერდის გარკვეულ ნაწილზე. ვიზუალურად გვაჩვენებს მომხმარებლის მოქმდებას საიტზე, თუ რა გააკეთეს მათ, და გვიქმნის წარმოდგენას თუ რატომ დატოვა მომხმარებელმა საიტი. In Page Analytics-ის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ პასუხი გასცეთ ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რამდენად ადვილი გამოსაყენებელი იყო საიტი მომხმარებლისთვის, იპოვა თუ არა საიტზე შემოსულმა მომხმარებელმა მისთვის საინტერესო ინფორმაცია, იყო თუ არა ნავიგაციასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლებელი იყო თუ არა შემოსული ტრეფიკის Conversion-ად გარდაქმნა და ა.შ.

    IP Address (Internet Protocol Address)

    +

    ციფრებისგან შემდგარი ნებისმიერი სერვერის თუ ინტერნეტ მომხმარებლის მისამართი. ყველა კომპიუტერს, რომელიც დაკავშირებულია ინტერნეტთან აქვს საკუთარი IP address. IP მისამართში არსებული ციფრები გამოხატავს დომენს, ქსელს (Network), ქვე ქსელს (Sub Network) და კომპიუტერის ჰოსტს.

    Impression

    +

    ტერმინი გამოხატავს მოხმარებლის მიერ საიტზე განთავსებული რეკლამის ნახვას, ან რაოდენობას რამდენჯერაც ეს რეკლამა გამოჩნდა საიტზე ან საძიებო სისტემაში. ეს ტერმინი ასევე შეესაბამება რიცხვს, რამდენჯერაც იქნა საიტი ნახული მომხმარებლის მიერ, ამ შემთხვევაში კი Impression იგივეა, რაც Page Views ან Hits

    Keyword, Keyphrases

    +

    სიტყვები, ფრაზები რომლებიც გამოყენებულია თქვენი გვერდის მთავარი თემის გამოსახატად. ეს ტერმინი ასევე შეესაბამება სიტყვებს, ფრაზებს, რომელსაც მომხმარებელი იყენებს საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოსაძებნად. SEO არის პროცესი, რომელიც ითვალისიწნებს საიტებისა თუ გვერდების ოპტიმიზაციას კონკრეტულ Keyword-ბზე, ისე რომ საიტებმა მოიპოვონ მაღალი Рank და დაიკავონ პირველი პოზიციები საძიებო სისტემების შედეგებში. ასევე Keyword-ებზე ხორციელდება სარეკლამო კამპანია Google Adwords-ში.

    Keyword Density

    +

    მოცემულული Keyword-ის პროცენტული მაჩვენებელი, მაგალითად, 100 სიტყვაში Keyword-ის ერთხელ გამოყენება ნიშნავს, რომ ამ ტექსტში Keyword Density არის 1 %. თუ ეს სიდიდე არის არაბუნებრივად მაღალი, მაშინ საიტი შეიძლება დაიბლოკოს საძიებო სისტემების მხრიდან.

    Keyword Stuffing

    +

    თქვენი საიტის კონტენტში ან Meta Tag-ებში ერთიდაიგივე Keyword-ების დიდი რაოდენობით დამატება. ამ გზით საიტის მფლობელი ცდილობს გაზარდოს Keyword-ის წონა საძიებო სისტემებისთვის. Keyword Stuffing ითვლება, როგორც Black Hat SEO ტაქტიკა. საძიებო სისტემები ამ გზით დამატებულ Keyword-ებს აღიქვამენ, როგორც სპამს და შედეგად შესაძლოა საიტმა დაკარგოს PageRank.

    Keyword Cannibalization

    +

    ერთიდაიგივე Keyword-ების ჭარბი გამოყენება საიტის სხვადასხვა გვერდზე. ეს პრაქტიკა უძნელებს მომხმარებელსა და საძიებო სისტემებს დაადგინონ, თუ რომელი გვერდია უფრო შესაბამისი მოცემული, კონკრეტული Keyword-თვის.

    Keywords Meta Tag

    +

    HTML meta tag, სადაც ჩამოთვლილია ყველა მთავარი Keyword და Keyphrases, რომელსაც საიტი შეიცავს. ზოგიერთი საძიებო სისტემა იყენებს Keyword Meta Tag-ს, იმისათვის რომ დაეხმაროს საიტს Rank-ის მინიჭებაში. Keyword Meta Tag-ის კოდი ასე გამოიყურება:

    Landing page

    +

    გვერდი, რომელზეც შედის მომხმარებელი, როდესაც ისინი გადადიან საძიებო სისტემიდან ან რომელიმე საიტზე განთავსებული ლინკიდან ან რეკლამიდან. Landing Page-ზე განთავსებულია საიტის ვიზიტორებისთვის ძირითადი ინფორმაცია და მათთვის განკუთვნილი სხვადასხვა შეთავაზება. ელექტრონული კომერციის კამპანიებს ხშირ შემთხვევაში აქვთ Landing Page ყოველი რეკლამისა და პროდუქტისთვის.

    Link Popularity

    +

    საძიებო სისტემების თვალში თქვენი საიტის პოპულარობა, რაც დამოკიდებულია იმ ლინკების რაოდენობასა და ხარისხზე, რომლებიც დაკავშირებულები არიან თქვენს საიტთან. რაც მაღალია Link Popularity, მით უკეთესია თქვენი საიტის Rank.

    Meta Tags

    +

    HTML, რომელიც გამოყენებულია კოდის წყაროში, რათა უზრუნველყოს კონტენტი და საიტის ინფორმაცია საძიებო სისტემების ბოტებისთვის. META information შეიძლება ჩანდეს საძიებო სისტემის შედეგებში, მაგრამ ეს არ ჩანს თვითონ საიტზე. ძალიან მნიშვნელოვანია უნიკალური და აკურატული META title-ისა და description tag-ების ქონა, რადგან ეს შეიძლება იყოს ის ინფორმაცია, რომელსაც ეყრდნობიან საძიებო სისტემები იმისათვის, რომ განსაზღვრონ თუ რის შესახებაა საიტი ან გვერდი. აგრეთვე ეს არის პირველი შთაბეჭდილება, რაც ექმნება მომხმარებელს საიტის შესახებ საძიებო სისტემების შედეგებიდან.

    Mirror

    +

    დუბლირებული საიტის იდენტური მნიშვნელობა. Mirror-ის შესაქმნელად საჭიროა უბრალოდ დაკოპირდეს არსებული საიტის HTML ან მთლიანი საიტი. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი საიტები შეიძლება ჩაითვალოს, როგორც პლაგიარიზმი, ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის. Mirror sites-ების უმეტესობა ეკუთვნის იგივე პიროვნებებს, რომელთა ფლობელობაშიცაა ორიგინალი საიტები. Mirror-ის არსებობას აქვს რამდენიმე მიზეზი, მაგალითად, საიტის ტრეფიკის რაოდენობის გაზრდა, საიტის ვიზიტორების უზრუნველყოფა სწრაფი გადმოწერის სიჩქარით ან საძიებო სისტემების დასპამვა. Mirrors-ების გამოყენება შესაძლებელია ეთიკური ან არაეთიკური მიზნებისთვის.

    Mirror Site

    +

    თქვენი საიტის იდენტური საიტი, რომელიც განთავსებულია სხვა მისამართზე.

    Monetize

    +

    ნიშნავს რაიმეს ფულად გარდაქმნას. ინტერნეტ ტერმინოლოგიაში Monetize ნიშნავს იპოვო სხვადასხვა გზა, საშუალება, რათა გამოიმუშავო შემოსავალი საიტზე განთავსებული ინფორმაციისა თუ ნივთების საშუალებით. საიტები ფულად გარდაიქმნებიან ძირითადად სარეკლამო ადგილების, პროდუქტების თუ სერვისების გაყიდვით. SEO საიტების Monetizing-თვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა თქვენს პოტენციურ კლიენტს გაუადვილდეს საიტის საძიებო სისტემაში პოვნა.

    Newsletter

    +

    ხშირ შემთხვევაში იგზავნება ელექტრონული ფოსტის საშუალებით და გამოიყენება ბიზნესის ან ასოციაციების მიერ, რათა მომხმარებელს, რომელიც დაინტერესებულია კონკრეტული თემით მიაწოდონ ამ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაცია. Newsletter-ებს მომხმარებელი, კლიენტი მიიღებს გარკვეული პერიოდის შუალედებით, კვირაში, თვეში ან კვარტალში ერთხელ. მათ ხშირ შემთხვევაში აქვთ პატარა ჟურნალის სახე, პატარა ინფორმაციული და პოპულარული სტატიებით, და ასევე მცირე ნაწილებით, რომელიც გამიზნულია მკითხველის გასართობად (to entertain). Newsletter-ები შესაძლოა გამოყენებულ იქნას ბიზნესის მიერ, რათა მათი მომხმარებლები და კლიენტები ინფორმირებულები იყვნენ ბიზნესის მიერ მიწოდებული ახალი პროდუქციისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ. დიდმა კომპანიებმა შეიძება გამოიყენონ Newsletter-ები, რათა შეატყობინონ კომპანიაში ან ბიზნესში არსებული სიახლეები მათ მომუშავე პერსონალს. ასოციაციები, როგორიცაა კლუბები, სკოლები, ეკლესიები, საქველმოქმედო ფონდები იყენებენ Newsletter-ებს, რათა მიაწოდონ სიახლეები თავის წევრებს.

    Optimization

    +

    საიტის ან გვერდის გასწორება საძიებო სისტემებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მაღალი Ranking-ის მოპოვებას.

    Organic Search

    +

    ძიების შედეგები, რომელშიც არ არის თანხა გადახდილი. შედეგები, რომლებიც საძიებო სისტემა გვიჩენებს ბუნებრივად და დამოკიდებულია საძიებო სისტემაში ამ გვერდების დაინდექსებაზე და PageRank-ზე. ორგანული ძიების შედეგებიდან შეგვიძლია მივიღოთ ღირებული, ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია.

    Off-page SEO

    +

    გამოიყენება საიტის Rank-ისა და ხილვადობის გასაუმჯობესებლად. ეს ითვალიწინებს, გარე ლინკების შექმნას, Link Baiting-ს, იყო აქტიური ონლაინ საზოგადოებებში და სხვა მრავალ ფაქტორს.

    On-page SEO

    +

    საიტის შიდა ოპტიმიზაცია, როდესაც საძიებო სისტემებისთვის ვქმნით მაქსიმალურად მისაღებ და ადვილად წასაკითხ საიტს. On-page SEO ითვალისწინებს Keyword-ების სტრატეგიის შემუშავებას, Tag-ების გასწორებას, Internal Link Building და ა.შ.

    Outsourcing

    +

    მეთოდი, რომლის დროსაც ვებმასტერი ასე ვთქვათ “შავი სამუშაოს” შესასრულებლად ქირაობს გარეშე პირებს, რომლებიც ანაზღაურების სანაცვლოდ ვებმასტერისთვის წერენ სტატიებს, ამატებენ არტიკლ დირექტორიებში, ვებმასტერს აწვდიან სხვადასხვა SEO მომსახურებას და ა.შ.

    PPD – Pay Per Download

    +

    Pay Per Download ძირითადად გამოიყენება თამაშების, მუსიკის, ვიდეობის გადმოწერის დროს, სადაც თითოეული კონტენტის გადმოსაწერად, საყიდლად მომხმარებელი იხდის თანხას. უხდის ფაილის განმთავსებელს შუამავალი კომპანიის მეშვეობით.

    PPPC – Pay Per Click

    +

    Google Adwords-ის, Microsoft-ის მსგავსი კომპანიების სარეკლამო სოსტემა, რომლის დროსაც, მაგალითად Google Adsense პროგრამაში ჩართულ საიტის მფლობელებს, რომელთაც საკუთარ საიტზე განთავსბეული აქვთ რეკლამა, უხდიან თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამ საიტზე შესული მომხმარებელი დააკლიკებს საიტზე არსებულ რეკლამაზე.

    PPA – Pay Per Action

    +

    საკომისიო გადასახადი რაღაც კონკრეტულ მოქმედებაზე, რომელსაც უხდიან „ეფილეატორებს“ (affiliated) საიტზე ტრეფიკის შემოყვანისთვის, მათ მიერ რეგისტრაციის გავლისთვის, რაიმე ნივთის შეძენისთვის. წიგნების, პროგრამების, თამაშების, გადმოწერისთვის და ა.შ.

    Pay For Performance (PFP)

    +

    ტერმინი, რომელსაც ხმარობენ Affiliate Program-ები რაც ნიშნავს, რომ ისინი პროგრამაში ჩართულ Affilited-ს უხდიან საკომისიო გადასახას მხოლოდ შესრულებულ მოქმედებაში, მაგალითად თუ ისინი გაყიდიან რაიმე პროგრამას. Pay-for-performance არის სისტემა, სადაც საიტის მეპატრონე იხდის თანხას მხოლოდ მაშინ, თუ საიტზე შემოსული მომხმარებელი განახორციელებს მისთვის სასუველ მოქმედებას. მოქმედებაზე დაფუძნებული მარკეტინგული კამპანია იზომება იმ მოქმედებებიდან გამომდინარე, რომელსაც მომხმარებელი განახორციელებს საიტზე, მაგალითად რაიმე ნივთის ან პროგრამის შეძენა, სარეგისტრაციო ფორმის შევსება და ა.შ.

    Phishing

    +

    მეთოდი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ სცადოთ მოიპოვოთ ინტერნეტ მომხმარებლის პირადი ინფორმაცია, როგორიცაა Username, პაროლები, ასევე საბანკო ბარათის დეტალები. ამ ინფორმაციის მოსაპოვებლად მაგალითად იყენებენ მცდარ ვებსაიტებს, სადაც მომხმარებელს უწევს ინფორმაციის შევსება, და საიტის მფლობელი იღებს მომხმარებლის მიერ შეყვანილ პაროლს. Phishing-ის ამ სახეს უწოდებენ Password Phishing-ს.

    Proxy

    +

    მექანიზმი, რომელიც ჩაანაცვლებს თქვენი კომპიუტერის IP მისამართს საკუთარი IP მისამართით. პროგრამა, რომელიც მოქმედებს მომხმარებლისთვის. მომხმარებელი უკავშირდება Proxy-ის სერვერს და ითხოვს რაიმე სერვისს, მაგალითად რაიმე ფაილს, დაკავშირებას რომელიმე ვებ გვერდთან. Proxy-ის სერვერი შეაფასებს მოთხოვნას საკუთარი წესებიდან გამომდინარე და იღებს გადაწყვეტილებას, მომხმარებლის IP მისამართი ნება დართულია თუ არა, რომ გამოიყენოს Proxy. თუ მოთხოვნა ნება დართულია, მაშინ Proxy უზრუნველყოფს კავშირს მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ სერვერთან.

    PageRank (PR)

    +

    Google-ის ალგორითმი, რომელიც გამოიყენება საიტის მნიშვნელობის და წონის გასაზომად. მოიხსენიება ასევე როგორც Rank, Ranking. საიტზე არსებულ სხვდასხვა გვერდს ენიჭება განსხვავებული PageRank. თითოეულ გვერდს შეიძლება მიენიჭოს 0-10 PageRank.

    PHP

    +

    პროგრამული ენა, რომელიც გამოიყენება საიტების დაპროგრამებაში.

    Pop Up

    +

    რეკლამა, რომელიც ამოხტება თქვენს ეკრანზე რომელიმე საიტზე შესვლისას, რათა თქვენ დააკლიკოთ მას და გადახვიდეთ სხვა საიტზე ან გაიაროთ რეგისტრაცია და ა.შ.

    Pop Under

    +

    არის იგივე, რაც Pop Up, მაგრამ Pop Under ჩნდება თქვენი ეკრანის ქვედა ნაწილში და ზოგ შემთხვევაში თქვენ შეიძლება ვერც შეამჩნიოთ ის.

    Penalty

    +

    საიტის Rank-ის შეცვლა საძიებო სისტემებში, რომელიც გამოწვეულია საძიებო სისტემის წესებისა და ეთიკის საპირისპირო ქმედებების გამო. საძიებო სისტემის ფილტრი არის ნაკლებად მკაცრი სასჯელი, მაგრამ სასჯელი შეიძლება განხორციელებულ იქნას ამ საიტის მიმართ დიდი ხნის განმავლობაში და ზოგადად ეს არის ნიშანი, რომ თქვენ მიჩნეული ხართ, რომ განზრახ არღვევთ საძიებო სისტემების წესებს.

    Press Release

    +

    ხალხის უმრავლესობას აქვს ზოგადი შეხედულება press release-ის განმარტებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს განმარტება არ არის იგივე, როგორც ეს ტერმინი იხმარება SEO-ში და ინტერნეტ მარკეტინგში. ონლაინ Press Release-ებს შესაძლებელია ოპტიმიზება გაუკეთდეს საძიებო სისტემებისთვის და ნამდვილად დაგეხმაროთ დიდი ტრეფიკის მოპოვებაში თქვენს საიტზე. რაზეც არ უნდა წერდეთ, საჭიროა, იყოს საინტერესო და აქტუალური, რათა იყოს ნამდვილად ეეფქტური ინტერნეტ მარკეტინგისთვის. Press Release-ები არ არის მარკეტირების იაფი საშუალება. მიუხედავად იმისა, რომ არის სხვდასხვა საიტები, რომლებიც გპირდებიან თქვენი Press Release-ების უფასოდ გავრცელებას, არ არის რეკომენდირებული ამ უფასო სერვისის გამოყენება. Press Release-ების უფასო დისტრიბუციას აქვს მცირე ღირებულება. თქვენ ადვილად მიიღებთ უკან, იმას, რასაც გადაიხდით Press Release-ების გავრცელებისთვის, რომლებიც მოხვდება საძიებო სისტემების საინფორმაციო გვერდებზე, ავტორიტეტულ ახალი ამბების საიტებზე, ბლოგებზე.

    Redirects

    +

    სპამური ტაქტიკა, რომელიც გამოიყენება ვიზიტორების გადასაგზავნად სხვა გვერდზე, და არა იმაზე, რომელიც მომხმარებელმა ნახა საძიებო სისტემის შედეგებში და სურდა ამ საიტზე შესვლა.ასეთ შემთხვევაში საძიებო სისტემის ბოტები შეიძლება ყოველთვის არ გადამისამართდნენ სხვა ლინკზე.

    Robot

    +

    საძიებო სისტემების spider/bot/crawler პროგრამების სახელი. ეს პროგრამა აგროვებს მონაცემებს სხვადასხვა საიტებიდან, რათა დააინდექსოს ახალი საიტები ან საიტის ახალი გვერდები.

    RSS Feed

    +

    ‘really simple syndication.’ ეს არის გამოწერაზე დაფუძნებული გზა საიტიდან ან ბლოგიდან განახლებული კონტენტის მისაღებად. RSS Feed -ის საშუალებით მომხმარებელი თავის კომპიუტერში იღებს სასურველი საიტებიდან და ბლოგებიდან განახლებულ კონტენტს.

    Returning Visitor

    +

    უნიკალური ვიზიტორი, რომელმაც დაათვალიერა თქვენი საიტი 2-ჯერ ან უფრო მეტჯერ. Returning Visitor-ის მაღალი მაჩვენებელი არის კარგი ნიშანი, და ნიშნავს იმას, რომ საიტი შეიცავს მომხმარებლისთვის ღირებულ ინფორმაციას.

    SEO – Search Engine Optimization

    +

    საიტების მანიპულაციისა და გარე ფაქტორების პრაქტიკა, როგორიცაა ლინკების გამოყენება, იმისათვის რომ საიტმა მოოპოვის მაღალი Rank საძიებო სისტემებში. ასევე ცნობილია, როგორც SEO, Search Engine Positioning, Search Engine Placement, Search Engine Marketing, Search Engine Ranking და Search Engine Promotion. ეს არის საიტზე შემომსვლელი ვიზიტორების რიცხვის გაზრდის პროცესი საძიებო სისტემებში მაღალი Rank-ის მოპოვებით. რაც უფრო მაღალია საიტის Rank საძიებო სისტემებში, მით უფრო მეტი შანსია, რომ მომხმარებელმა ნახოს ეს საიტი და შევიდეს. ინტერნეტ მომხმარებლების ჩვეული პრაქტიკაა, რომ არ ნახულობენ გვერდებს, საიტებს, რომელიც მდებაორებს საძიებო სისტემის შედეგების ბოლოში. ამის გამო მაღალი Rank-ის ქონა საძიებო სისტემის შედეგებში (SERP) არის მნიშვნელოვანი საიტისთვის ტრეფიკის, ვიზიტორების მოსაპოვებლად. SEO ეხმარება უზრუნველყოს საიტის ხელმისაწვდომობა საძიებო სისტემებში და გააუმჯობესოს იმის შანსი, რომ საიტი დაინდექსდეს და მოიპოვოს მაღალი პოზიციები.

    Search Engine Rankings

    +

    ტერმინი გამოიყენება მოცემულ კონკრეტული Keyword-ის შემთხვევაში საძიებო სისტემის შედეგებში საიტის პოზიციის აღწერისთვის.

    Source Code

    +

    არის პროგრამა, რომელიც შეიცავს ცვლად დეკლარაციებს, ინსტრუქციებს, ფუნქციებს და სხვა შეტყობინებებს, რომელიც უბრძანებს პროგრამას თუ როგორ უნდა იმუშაობს, იმოქმედოს. პროგრამისტები ასევე ამატებენ კომენტარებს ამ კოდში, იმისათვის რომ განმარტონ, ახსნან მთლიანი კოდის რაღაც ნაწილები. ეს კომენტარები ეხმარება სხვა პროგრამისტებს, სულ მცირე შეიქმნან ზოგადი წარმოდგენა ამ კოდთან დაკავშირებით, თუ რას აკეთებს ეს კოდი. ეს კომენტარები ასევე დაეხმარება ამ კოდის შემქმნელ პროგრამისტებს რამდენიმე თვის ან წლის შემდეგ, თუ მათ კიდევ დასჭირდებათ ეს კოდი ან მისი რედაქტირება. საიტის ან გვერდის Source Code-ის სანახავად, საიტზე ვაჭერთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და შემდეგ Source.

    Spider

    +

    პროგრამა, რომელიც ნახულობს საიტებს და აგროვებს ინფორმაციას საიტებიდან და მისი გვერდებიდან, URL-ის და დაინდექსებული საძიებო ფრაზების (indexing the keywords) და ყოველ გვერდზე განთავსებული ტექსტის ჩათვლით.

    SEM – Search Engine Marketing

    +

    ტერმინი ხშირად გამოიყენება იმისათვის, რომ აღწეროს კვლევასთან, რეკლამირებასთან(PPC), ჩაბარებასთან და საიტის საძიებო სისტემებში პოზიციებთან დაკავშირებული ქმედებები, (Researching, Submitting, Positioning a Web site), რომელიც მიზნად ისახავს საიტმა დაიკავოს მაქსიმალურად მაღალი პოზიცია საძიებო სისტემებში.

    Social Media

    +

    სხვადასხვა ონლაინ ტექნოლოგიები, რომელსაც ხალხი გამოიყენებს ერთმანეთისთვის სხვადასხვა ინფორმაციის გასაზიარებლად. სოციალური ქსელები, ბლოგები, Wikis, ფორუმები, Social Bookmarking არის სოციალური მედიის მაგალითი.

    SMM -Social Media Marketing

    +

    სოციალური მედიის გამოყენებით საიტის ან ბრენდის პრომოუშენი.

    Site Map

    +

    გვერდი ან რამდენიმე გვერდის სტრუქტურა, რომელიც დაკავშირებულია მომხმარებლისთვის საიტზე ხელმისაწვდომ ყველა გვერდზე. და აუმჯობესებს მომხმარებლებისთვის საიტის გამოყენებას საიტზე მონაცემთა სტრუქტურის გამწმენდით. XML sitemap ხშირად მდებაორებს ძირითად დირექტორიაში(root directory), იმისათვის რომ დაეხმაროს საძიებო სისტემების სპაიდერებს ნახონ საიტზე არსებული ყველა გვერდი.

    Sock Puppet

    +

    ონლაინ ვინაობა, ინდივიდუალობა, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ ინტერნეტ მომხმარებელმა დამალოს თავისი ნამდვილი ვინაობა. Sock Puppet-ს ასევე გამოიყენებენ რამდენიმე სხვადასხვა პროფილის შესაქმნელად.

    Spammer

    +

    პიროვნება, რომელიც იყენებს სპამს თავისი მიზნების მისაღწევად და თავისი საიტის წინა პოზიციებზე გასაყვანად.

    Static page/ Content

    +

    გვერდი ან კონტენტი, რომელიც არ იცვლება. ასევე შეიძლება ამ ტერმინით გამოიხატოს კონტენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი სოციალური ელემენტი და არ იყენებს საიტის დინამიურ მართვის სისტემებს.

    Search Algorithm

    +

    Google-ის საძიებო ალგორითმი. გამოიყენება კონკრეტული საძიებო ფრაზის შესაბამისი საიტებისა და გვერდების აღმოსაჩენად. ეს ალგორითმი ითვალისწინებს დაახლოებით 200-ზე მეტ სხვადასხვა ფაქტორს, PageRank-ის, Title tag-ის, Meta tag-ის, საიტზე არსებული კონტენტისა და დომენის წლოვანებას და ა.შ.

    Search Engine Traffic

    +

    ვიზიტორთა რაოდენობა, რომლებმაც დააკლიკეს Organic Search შედეგებს და გადმოვიდნენ თქვენს საიტზე.

    Time on page

    +

    დრო, რომელიც მომხმარებელი ატარებს საიტის კონკრეტულ გვერდზე.ეს მაჩვენებელი დაგეხმარებათ გაარკვიოთ თუ რამდენად ხარისხიანი და შესაბამისია მომხმარებლისთვის თქვენი საიტი.

    Trust Rank

    +

    მეთოდი, რომელიც განასხვავებს ღირებულ და სპამურ გვერდებს ადამიანებისთვის სანდო და ღირებულ გვერდებთან არსებული ლინკების გაანალიზების საფუძველზე.

    Title Tag

    +

    გამოიყენება, რათა მიუთითოთ ტექსტი, რომელიც გამოჩნდება ბროუზერში, როდესაც მომხმარებელი შევა თქვენი საიტის გვერდზე. ეს ტექსტი ასევე ჩანს, როგორც თქვენი საიტის ლინკი საძიებო სისტემების შედეგებში. Title Tag გავლენას ახდენს საიტის Rank-ზე, ამიტომ Title Tag უნდა შეიცავდეს გვერდისთვის შესაფერის Keyword-ებს. საძიებო სისტემის ბოტები დიდ ყურადღებას აქცევენ Title Tag-ებს საიტის შეფასების და დაინდექსების დროს.

    URL – Uniform Resource Locator

    +

    მისამართი, სადაც მომხმარებელი ნახავს ამა თუ იმ საიტს. მაგალითად, http://www.gulivera.net . ასევე ცნობილია, როგორც „დომენი“.

    User generated content (UGC)

    +

    კონტენტი, რომელიც შექმნილია და გამოქვეყნებულია ინტერნეტ მომხმარებლის მიერ. UGC ძირითადად შედგება ვიდეოებისგან, პოსტებისგან, ბლოგებისგან სოციალიური მედიის საიტებისგან. UGC საშუალებას აძლევს ნებისმიერ მომხარებელს გაუზიარონ საზოგადოებას საკუთარი აზრები და იდეები. მიუხედავად ამისა, UGC-ს ზოგიერთი მომხარებელი აკრიტიკებს კიდეც აქვს კრიტიკა, ინფორმაციის სანდოობისა და ხარისხის გამო.

    Unique Visitors

    +

    ახალი მომხმარებელი, ვიზიტორი, რომელიც პირველად შემოდის საიტზე.

    Visitor

    +

    პიროვნება, რომელიც ნახულობს თქვენს საიტს, ასევე ცნობილია, როგორც User.

    Viral Marketing

    +

    ვირუსული გზით რეკლამის გავრცელება. მარკეტინგის ერთ-ერთი მეთოდი, რომელიც სტიმულირებას აძლევს საიტებს ან მომხმარებლებს გაავრცელონ მარკეტინგული შეტყობინება სხვა საიტებზე ან სხვა შეატყობინონ სხვა მომხმარებელს, ამით მარკეტინგული შეტყობინების გავრცელების არეალი და ეფექტი იზრდება. წარმატებული Viral Marketing-ის კარგი მაგალითია ეხლა უკვე Microsoft-ის მფლობელობაში მყოფი კომპანია Hotmail, რომელიც საკუთარი სერვისის პრომოუშენს აკეთებს თავისი სარეკლამო შეტყობინებების გავრცელებით მომხმარებელთან, რომელიც იყენებს Hotmail-ის ელექტრონულ ფოსტას