Loading...

ავტო ლომბარდი

ამბები
September 7, 2022

მაშინ, როცა თანხის მიღება გვეჩქარება, ავტოლომბარდი სესხის აღების ყველაზე მოსახერხებელი საშუალებაა. ან შეიძლება საკრედიტო ისტორია იმდენად ცუდი გვაქვს, რომ სხვა სახის პროდუქტის გაცემაზე ბანკები თავს იკავებენ. 

ავტოლომბარდის მისაღებად წარსადგენია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ავტომობილის ტექნიკური პასპორტი. 

საქართველოში ავტოლომბარდს სამი ბანკი და ოცამდე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია გასცემს. ბანკებს შორის არის: ლიბერთი ბანკი, კრედო და ტერა ბანკი.

ჩვენს საიტზე მოცემულია ავტოლომბარდის გამცემ ორგანიზაციათა ჩამონათვალი. შეგიძლიათ გაიგოთ ბანკებისა და მისოების ფილიალების ადგილმდებარეობა და საკონტაქტო ინფორმაცია. 

ავტომობილის უზრუნველყოფით სესხის ძირითადი კრიტერიუმი ავტომობილის მართვის უფლებაა. შესაძლოა ავტოლომბარდის გამცემმა სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ ავტოსადგომზე გააჩეროს სანამ სესხს არ დავუფარავთ, უმეტეს შემთხვევაში კი ხდება მართვის უფლების შენარჩუნება.

კონკურენციის გათვალისწინებით ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სხვადასხვა უპირატესობების წარმოჩენას ცდილობენ მომხმარებლების მოსაზიდად, ისეთს როგორიც არის თანხის მიღება განაცხადის შევსებიდან რამოდენიმე წუთში, თანხის გაცემა ავტომობილის ღირებულების  100%-ით და დაბალი საპროცენტო განაკვეთით. აქ აღსანიშნავია, რომ  ყველა განაცხადი ინდივიდუალურად განიხილება და სალომბარდე სესხის პირობებიც ინდივიდუალურად ყალიბდება. 

ავტოლომბარდით სარგებლობის დროს ყურადღება უნდა გავამახვილოთ სესხის ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე და არა ნომინალურ განაკვეთზე, ვინაიდან ნომინალური განაკვეთი არ მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორის არის: გაცემის საკომისიო, გირავნობის, დაზღვევის და სხვა ხარჯები. აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი 50%-ის ოდენობით. 


დაკავშირებული სტატიები

ყველა პოსტი
Top