Loading...

დეპოზიტები მაისის თვეში

ამბები
May 7, 2022

დეპოზიტები რომლებიც უნდა ვიცოდეთ

Დეპოზიტებზე Საპროცენტო განაკვეთი მიმდინარე თვეში მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

2022 წლის მაისის შუა რიცხვებში ლარში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი კვლავ ბაზისბანკის საბავშვო ანაბარზე ფიქსირდება. ანაბრის გახსნა 13.5%-ში არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ანაბრის გახსნის ვადა ბაზისბანკში მინიმუმ  3 წელია, ანუ შვილისთვის თანხის შეგროვების დაწყება მაქსიმუმ 15 წლის ასაკში შეგვიძლია.

საპროცენტო სარგებლის კუთხით ლარში მეორე ადგილზეა კრედო ბანკის საბავშვო ანაბარი  13.25%-ით, მესამე ადგილსაც კრედო ბანკი იკავებს  ერთდროულად ორი დეპოზიტით — ვადიანი და ზრდადი ანაბრის გახსნა 13,1%-ია შესაძლებელი. 

ვადიან ანაბრებში კრედო ბანკის გარდა ლიდერია რებანკი 11,65%-ით და ბაზისბანკი 10,7%-ით. 

მაქსიმალური პროცენტი ფიქსირდება ანაბრის 24 თვით გახსნის შემთხვევაში. ზრდად ანაბრებში კრედო ბანკის შემდეგ  საქართველოს ბანკია 12,35%-ით. იგივე, 12,35%-იანი განაკვეთი აქვს ლიბერთი ბანკსაც. რაც შეეხება დოლარში ნომინირებულ დეპოზიტს, მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი ამ შემთხვევაშიც ბაზისბანკის საბავშვო ანაბარზე ფიქსირდება. მარტის და აპრილის თვის მსგავსად  ბანკს დოლარის საბავშვო ანაბარზე დღესაც განსაზღვრული აქვს 4% -იანი განაკვეთი.

ხალიკ ბანკში აღნიშნული ვალუტით 3%-შია შესაძლებელი ანაბრის გახსნა, კრედოში კი - 2,85%-ში.

Metric.ge-ს -გუნდი გისურვებთ დეპოზიტების სიუხვეს.

შეამოწმეთ ჩვენი გვერდი დეოზიტების შესახებ სასარგებლო ინფორმაციით აქ >>


ტეგები:

დაკავშირებული სტატიები

ყველა პოსტი
Top