Loading...

ხომ არ გაქვთ სესხი მაღალ პროცენტში?

ამბები
September 7, 2022

მაღალ პროცენტში ხომ არ მაქვს სესხი აღებული?  

ხშირად ხდება ისე, რომ სესხის აღებისას ვერ ვახდენთ პირობების სათანადოდ მოძიებას და ერთმანეთთან შედარებას. სახლიდან გაუსვლელად სრულყოფილი ინფორმაციის მიღება შეუძლებელიც არის. არ გვახსენდება კონკრეტული ბანკი და თუ გაგვახსენდა, ვებ გვერდებზე მონაცემები ხშირად არც არის სრულყოფილად გაწერილი. 

ქოლ ცენტრში რეკვა კი საკმაო დროს მოითხოვს, რომ აღარეფერი ვთქვათ ფილიალებში მისვლაზე.

ბანკები გრძელვადიანი ლარის სესხებისთვის პროცენტს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთს უკავშირებენ. თუ გაიზარდა ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების განაკვეთი, გაიზრდება ჩვენი სესხის პროცენტიც. 

ეს ძირითად გრძელვადიან სესხებს ეხება, როგორიცაა იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები უზრუნველყოფით. 

12-18 თვემდე კრედიტები, ძირითადად განვადებები, სალომბარდე და სამომხმარებლო სესხები ფიქსირებულ პროცენტშია. 2021 წლის დასაწყისში რეფინანსირების პროცენტი 8%-ის ტოლი იყო, დასასრულს კი 10,5%-მდე გაიზარდა. ამის გამოა, რომ გრძელვადიანი სესხების (იპოთეკური, ავტოსესხი, სამომხმარებლო უზრუნველყოფით) საპროცენტო განაკვეთებმა მოიმატა, დანარჩენზე კი ან უცვლელი დარჩა, ან შემცირდა.

პირობების შედარება არც სესხის აღების შემდეგ არის ურიგო, რომ გავიგოთ საბაზრო პროცენტში გვაქვს თუ არა სესხი. თუ კი აღოვაჩენთ, რომ ჩვენი სესხის პროცენტი არსებულზე საკმაოდ მაღალია, შეგვიძლია ბანკს მივმართოთ პროცენტის შემცირების მოთხოვნით. ქვემოთ მოცემულ ცხრილში იხილავთ საშუალო პროცენტებს სესხის სახეობებისა და ვალუტების მიხედვით. 

შეგიძლიათ შეადაროთ თქვენი სესხის განაკვეთს და დამშვიდდეთ, ან პირიქით ინერვიულოთ და მიმართოთ ბანკს მისი შემცირების მოთხოვნით.


ტეგები:

დაკავშირებული სტატიები

ყველა პოსტი
Top