მარტის საუკეთესო დეპოზიტები
ვის აქვს საუკეთესო დეპოზიტები მარტში?
2022 წლის მარტის ბოლოსთვის ლარში ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი ბაზისბანკის საბავშვო ანაბარზე იყო. ანაბრის გახსნა 13.5%-ში იყო შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ანაბრის გახსნის ვადა ბაზისბანკში მინიმუმ 3 წელია, ანუ მაქსიმუმ შვილის 15 წლის ასაკში შეგვიძლია მისთვის თანხის შეგროვების დაწყება.
საპროცენტო სარგებლის კუთხით ლარში მეორე ადგილს იკავებს კრედო ბანკის საბავშვო ანაბრის პროცენტი 13.25%, მესამე ადგილს კვლავ კრედო ბანკი იკავებს ვადიანი ანაბრით.
ვადიან ანაბრებში კრედო ბანკის გარდა ლიდერია ბაზისბანკი 12,5%-ით და საქართველოს ბანკი 12,35%-ით.
მაქსიმალური პროცენტი ფიქსირდება ანაბრის 24 თვით გახსნის შემთხვევაში. ზრდად ანაბრებში მოწინავეა კვლავ კრედო ბანკი 13.1%-ით, საქართველოს ბანკი 12,35%-ით. იგივე, 12,35%-იანი განაკვეთი აქვს ლიბერთი ბანკს.
რაც შეეხება ვალუტას, მაქსიმალური საპროცენტო სარგებელი აქაც ბაზისბანკს ჰქონდა დაფიქსირებული. დოლარის საბავშვო ანაბარზე მას დღესაც დაწესებული აქვს 4% წლიური.ვადიან ანაბარზე დოლარში მოწინავე ადგილი უკავია ხალიკ ბანკს 3%-ით, მეორე ადგილზეა ტერა ბანკი 2.35%-ით, მესამეზე კი - პროკრედიტ ბანკი 2.15%-ით.