Loading...

მეტი ინფო ფულად გზავნილებზე

ამბები
June 6, 2022

ყველა ვთანხმდებით, რომ საზრვარგარეთ მცხოვრები ქართველებისგან მიღებული გზავნილები მნიშვნელოვანია არამარტო მათი ოჯახებისთვის, არამედ ქვეყნის ეკონომიკისთვისაც. ვალუტაში მიღებული ფულადი გზავნილები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალება, რომ ლარი კიდევ უფრო არ გაუფასურდეს.

ეროვნული ბანკის ვებ-გვერდიდან მიღებული ინფორმაციით 2019 წელს საქართველოში გადმოირიცხა 1.86 მილიარდი დოლარი. ორი წლის განმავლობაში ზრდა 1-1%-ს შეადგენდა და  2021 წელს 1.91 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. 

გზავნილების 95% რვა ქვეყანაზე მოდის. ევროპის სამ ქვეყანაზე იტალიაზე, საბერძნეთსა და გერმანიაზე ჯამში 39% მოდის, შემდგომ რუსეთში მცხოვრები ქართველების გზავნილებია 22%-ით, აშშ-დან მიღებულ გზავნილებს 15% ეკუთვნის, ისრაელიდან მთლიანი გზავნილების 10% იგზავნება, მეშვიდე და მერვე ადგილზე კი 5-5%-ით თურქეთი და უკრაინა იყვნენ. Metric.ge-ს ჯგუფისთვის აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ გზავნილების მოცულობა საკმაოდ სოლიდური იყო ცენტრალური აზიის ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. სავარაუდოდ ამ ქვეყნებიდან გზავნილები ავტომობილების შეძენას უკავშირდება.

ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გზავნილების მოცულობა გაზრდილია იტალიიდან. 2019 წელს გადმორიცხული იყო 239 მილიონი დოლარი, 2021 წელში კი გაიზარდა 146 მილიონი დოლარით 385 მილიონამდე. მეორე ადგილზეა გზავნილები აშშ-დან. ორი წლის ჭრილში ზრდა 109  მილიონ დოლარს შეადგენს. გასულ წელს შტატებიდან ჩვენმა მოსახლეობამ 284 მილიონ დოლარზე მეტი მიიღო გზავნილების სახით. ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც გზავნილების მოცულობა შემცირებულია, არის რუსეთის ფედერაცია, წინა წლებთან შედარებით კლება 17 მილიონ დოლარს შეადგენს, თუმცა წილით მთლიან გზავნილებში მაინც პირველ ადგილზეა წელიწადში 411 მილიონი დოლარის გადმორციხვით. 

2022 წელს მოსალოდნელია, რომ გზავნილები კიდევ უფრო გაიზრდება ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იქ წასული ქართველების რაოდენობა ყოველდღიურად ათეულობით მატულობს. მოსალოდნელია, რომ გზავნილები განულდება უკრაინიდან ჩვენთვის მძიმე და სამწუხარო საბრძოლო მოქმედებების გამო. გადარიცხვების აკრძალვის და კრიზისის გამო გზავნილების მნიშვნელვოანი კლებაა მოსალოდნელი რუსეთის ფედერაციიდანაც.

ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ყველაზე აქტიურია ქართული კომპანიების მიერ შექმნილი გზავნილები ინტელ ექსპრესი და რიკოგრამი, გამოიყენება Moneygram.  აშშ-დან გამოიყენება Western Union, Unistream, რუსეთის ფედერაციიდან კი Zolotaya Korona, Contact.

დაკავშირებული სტატიები

ყველა პოსტი
Top