Loading...

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ამბები
August 7, 2022

როგორ ვადარებთ სესხის პირობებს?

სესხის პირობების შედარებისას ხშირად მხოლოდ ნომინალურ პროცენტზე ვამახვილებთ ყურადღებას. ნომინალური საპროცენტო განაკვეთი არის პროცენტი, რომელიც სესხის თანხას ერიცხება. თუმცა იგი არ არის ყველა იმ ხარჯის ამსახველი, რაც კრედიტის აღებასთან არის დაკავშირებული.  

მნიშვნელოვანია ყურადღება გავამახვილოთ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე. იგი მოიცავს ისეთ ხარჯებს, როგორიცაა ხელშეკრულების გაფორმების, სესხის გაცემის, თანხის სალაროდან, ბანკომატიდან გამოტანის საკომისიოს. ნებმისიერი საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულებაში გაწეროს სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. 

‍ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გამოსათვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ ეროვნული ბანკის ვებ გვერდზე არსებული კალკულატორი. 

მაგალითისთვის, თუ 1,000 ლარის სამომახმარებლოსესხს ვიღებთ, ნომინალური პროცენტით 14%, ხოლო გაცემის საკომისიო 5%-ია (50 ლარი), ეფექტური პროცენტი 26.6% იქნება.

რაც უფრო მოკლევადიანია სესხი, მით მეტი ეფექტი აქვს თითოეულ საკომისიოს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრაში

თუ10 წლიანი სესხის გაცემისას აღებული საკომისიო ნაწილდება 120 თვეზე, ერთ წლიანი სესხის შემთხვევაში გადანაწილდება 12 თვეზე.

არ მოიხიბლოთ მხოლოდ დაბალი ნომინალური საპროცენტო განაკვეთით. თუ საკრედიტო ექსპერტი სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით მოსალოცად დაგირეკავთ, ან სარეკლამო ბანერზე გამოტანილ  ინფორმაციას დააკვირდებით. ყურადღება ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე გაამახვილეთ. ის ნომინალურზე შესაძლოა 15%-თაც კი მაღალი იყოს, ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მარტივი მაგალითი სწორედ აღნიშნულზე მიგვითითებს.

რამდენიმე გვერდისგან შემდგარ სასესხო ხელშეკრულების წაკითხვას თუ ხელმოწერამდე ვერ ახერხებთ, ყურადღება გაამახვილეთ პირველ გვერდზე თავმოყრილ ძირითად მაჩვენებლებზე. სესხის თანხაზე, ვადაზე, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთზე.


ტეგები:

დაკავშირებული სტატიები

ყველა პოსტი
Top