რატომ ეცემა ევროს კურსი?
ვალუტის კურსი რომელიც გვაინტერესებს
პირველი აპრილისთვის ლარის ოფიციალირი გაცვლითი კურსი ევროსთან მიმართებაში 3.4276-ს შეადგენდა, 29 აპრილისთვის კი იგი 3.2157-მდე შემცირდა. კლება 6%-ს აღემატება.
ევრო გაუფასურდა მსოფლიოს ძირითადი ვალუტის მიმართაც. დოლართან მიმართებაში ევროს კურსი თვის დასაწყისში 1.13 იყო, დღეისათვის კი 1.05-ს შეადგენს. კლება 5%-ია. კურსის ვარდნა მკვეთრი გახდა მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიული ქმედების ფონზე რუსული გაზის მიწოდება შეწყდა პოლონეთსა და ბულგარეთზე.
Გარდა ამისა, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უნდა ვეძებოთ ინფლაციის კონტროლის მიზნით აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთის 0,25-დან 0,5%-მდე გაზრდის გამო. უფრო მეტიც, განაკვეთი წლის დასაწყისისათვის 0,08%-ს შეადგენდა.
დოლარის გამყარება ევროსთან მიმართებაში შესაძლოა მომდევნო თვეებშიც გაგრძელდეს, რადგან შტატების ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის ზრდა უახლოეს მომავალში კვლავ არის მოსალოდნელი.