ქარ ENG РУС
შესვლა
04.12.2024

ავტო სესხის პორტირება

რას ნიშნავს პორტირება?

პირველ რიგში, განვმარტოთ ავტო ლომბარდი. ავტო ლომბარდი საუკეთესო გამოსავალია იმშემთხვევაში, როდესაც გესაჭიროებათ თანხა, მაგრამ საკმარისი დრო არ გაქვთ დოკუმენტაციებისშესაგროვებლად და სხვა ტიპის კრედიტის ასაღებად. როგორც წესი, საფინანსო ორგანიზაციებიმომხმარებლებს სთავაზობენ ავტო ლომბარდით სარგებლობას ფილიალში მისვლით, ჩვენ კი ეს მომსახურება სრულიად ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია ვაწარმოოთ. ეს უკანასკნელი საშუალებასგაძლევთ სულ რაღაც ერთ საათში მიიღოთ საჭირო თანხა. სასურველი თანხის აღება, როგორც წესი, ხდება ავტომობილის უზრუნველყოფით, უზრუნველყოფა კი გირავნობით ხდება.

პორტირება გულისხმობს უკვე არსებული ავტო ლომბარდის გადატანას სხვა საფინანსო ორგანიზაციაში სადაც უკეთეს პირობებს გთავაზობენ. პორტირება ხშირ შემთხვევაში ხდება საჭირო, რადგან მომხმარებლებს გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად უწევთ ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება და ბოლომდე არ აქვთ გააზრებული ყველა ის პირობა რაზეც თანხმდებიან. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვისაა პორტირების სისტემა შემუშავებული, რომ მომხმარებელმა ყოველთვიურად უფრო ნაკლები თანხა გადაიხადონ.

რას სთავაზობს „მეტრიკ ავტო“ პორტირებით დაინტერესებულ მომხმარებლებს?

„მეტრიკ ავტო“ ორიენტირებულია მომხმარებლებისთვის საუკეთესო ვარიანტის შერჩევაზე. მისი მთავარი მიზანია გაიგოს მომხმარებლის საჭიროებები და მასზე მორგებული პირობები შესთავაზოს. „მეტრიკ ავტო“ უზრუნველყოფს ბაზარზე არსებული საუკეთესო შეთავაზებების ერთ სივრცეში თავმოყრას და ყოველი მომხმარებლისთვის იდეალური ვარიანტის შერჩევას. „მეტრიკ ავტო“ თავის მომხმარებლებს სთავაზობს:

  • თანხის მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ავტომობილის უზრუნველყოფით;
  • სწრაფი და მარტივი პროცედურა ონლაინ რეჟიმში;
  • სესხით სარგებლობის პერიოდში ავტომობილი რჩება მომხმარებლის საკუთრებაში, მართვის უფლებით;
  • წლიური 30%;
  • გამოცდილი გუნდის მომსახურება 24/7ზე.

როგორ დავუკავშირდეთ „მეტრიკ ავტოს“?

„მეტრიკ ავტო“-სთან დასაკავშირებლად რამდენიმე გზა არსებობს. შეგვიძლია ვესტუმროთ მათ ონლაინ პლატფორმას: https://metric.ge/ სადაც შევძლებთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას და ასევე განაცხადის შევსებას ძალიან მარტივად. ასევე, შეგვიძლია დავუკავშირდეთ ცხელ ხაზზე: 555-931-452, ან მივწეროთ ფეისბუქ გვერდზე, სადაც ასევე ყველა საჭირო ინფორმაციაა განთავსებული. გისურვებთ წარმატებას!

მიიღე დამატებითი შემოსავალი

როგორ? უბრალოდ იმეგობრე Metric.ge-სთან
გაიგე მეტი

როგორ გავიუმჯობესოთ საკრედიტო რეიტინგი?

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ აღმოვაჩინეთ, რომ ცუდი საკრედიტო რეიტინგი გვაქვს და გვინდა მისი გაუმჯობესება?
გაიგე მეტი